კოსტანტინე გოგიშვილი ქართულ ფეხბურთზე - Goli.Ge

სტუმარს სალამი ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
> კოსტანტინე გოგიშვილი ქართულ ფეხბურთზე, ასათიანიდან-სიჭინავამდე &#
დანელია
პოსტი Aug 4 2011, 19:44 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #1


ио майо
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,243
Current Mood:
რეგისტრ.: 30-September 10
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 2,664



არჩევანი შენ... არადანიც შენ...



ეს ამბავიც, „ჩხიკვთა ქორწილისა“ არ იყოს, დიდ, შავ და დაბურულ ტყეში (ჩვენ რომ სამშობლოს ვეძახით) მოხდა. გარემოებათა გამო ქვეყნის სათავეში მოსულმა უმწიფარმა ხალხმა ქართული ფეხბურთი მართლა „კამერა-აბალოჩკასავით“ გაიგდო და იმგვარად და იმდენი კენწლა, თქვენი მოწონებული.
გამოხტომები მანამდეც იყო... თუმცა, რაღა გამოხტომები - მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოინდომა, ქართულ საფეხბურთო სამყაროს ხან ერთი პოლიტიკური ძალა წაეპოტინა, ხან - მეორე და მერე, როცა მოძლიერდნენ. კრიმინალურმა ელემენტებმაც გვარიანად ანჯღრიეს. ამის გამოცაა, ნებისმიერ საფეხბურთო არჩევნებში ერთმანეთს არა ახალკაცები, ჟორდანია, ჩივაძე, ნემსაძე ან სიჭინავა ეცილებიან, არამედ ეროვნული მოძრაობა, ტარიელ ონიანი, ბადრი პატარკაციშვილი, თავისუფლების ინსტიტუტი, მოძრაობა „კმარა“, ნაცმო და ვინ იცის, კიდევ ვინ აღარ...
მე მიწია იმ წყევლამ, რომლის პირველთქმასაც ჩინელებს აბრალებენ და საფეხბურთო თვალსაზრისით, მართლა საინტერესო დროში მომიხდა ცხოვრება. საბედნიეროდ, ფეხბურთი დღემდე რჩება „ნომერ პირველ სანახაობად“ ჩვენში და რაკი დაახლოებით თხუთმეტი წელიწადია „ვ-სპორტულჟურნალისტ-ობ“, ბევრი რამ ვნახე, გავიგონე და შესაბამისად, მოსაყოლიც ბევრი მაქვს.
გულშემატკივართა ახალი თაობის მხოლოდ მცირე ნაწილისათვის თუ იქნება ცნობილი იმ მოარული ხმების შესახებ, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ნებისმიერ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვებოდა ხოლმე. ტყუილ-მართალი ამ გადასახედიდან ძნელი სარკვევია, რაკიღა მაშინ ჯერ კიდევ საბჭოური, ნაცრისფერი რკინის ფარდა ფარავდა საქმესაც და საფიქრალსაც. ადამიანთა ვიწრო წრე იმდენად „შინოურულად“ აგვარებდა ხოლმე ამა თუ იმ კომბინაციას, ძაან მაგარი ბიჭი უნდა ყოფილიყავი, დანამდვილებით და ბოლომდე რამე გაგეგო.
რამის სათანადოდ გაგებისა და გამოქვეყნების შანსს უნდობლობა, შიში და გარკვეული თვითცენზურაც ამცირებდნენ - ეს ახლა არ გვიჩანს ჩირად ავტორიტეტები, თორემ იყო დრო, ხალხი ვარსკვლავებზე ისევე ფიქრობდა, როგორც მასწავლებელზე (საშინაო ტანსაცმლითა და ლობიოს ჭამისას რომ ვერ წარმოგვედგინა).
შესაბამისად, მოარული ხმები, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ამა თუ იმ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვებოდა ხოლმე, დღემდე მოარულ ხმებად დარჩა, არავის დაუდასტურებია და უკვე იმდენად მოძველდა, ღირს თუ არა ჩაუკირკიტდე, ნამდვილად საფიქრალია.
არადა, მართლა რამდენ საინტერესოს ამოქექავდა დაინტერესებული კაცი - მარტო სუბიექტური სპორტული მიმომხილველი გიგა ბოკერია, მოსკოვის „სპარტაკის“ მგზნებარე ქომაგი, დამწყები სპორტული ჟურნალისტი ვასილ სანოძე, სფფ-ის ძველი შემადგენლობის მიერ მერაბ ჟორდანიას ჯგუფისთვის თბილისურ ბინადა და ბენზინგასამართ სადგურად მიყიდული პრეზიდენტობა რად ღირს...
მაგრამ წავიდა, ჰეეე - სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული და ბუნებრივია, ამ ჟრიამულმა და დრომ ახალი ინტერესები, მოარული ხმები, პიროვნებები მოიტან-მოიყვანა.

მე მინახავს დავით პეტრიაშვილის მოულოდნელი გაოპოზიციონერებით შეცბუნებული და გაკვირვებული მერაბ ჟორდანია, სასტუმრო „მეტეხის“ საპრესკონფერენციო დარბაზში სიტყვიერი ფარიკაობა კახი ასათიანსა და იმავე დავით პეტრიაშვილს შორის (რომელიც ისევე, როგორც ის არჩევნები, აწ განსვენებულის გამარჯვებით დასრულდა)...
- ვინა ხარ, შვილო, და საიდან მოდი?! - დედამიწისხელა სარკაზმი და ირონია გააყოლა „პეტროსადმი“ დასმულ ამ შეკითხვას ასათიანმა და მთელი ყრილობა იმწამსვე მიხვდა, რომ არჩევნები მორჩა: დემოკრატი შევარდნაძის სასახლის კარზე, კანონიერმა ქურდმა ტარიელ ონიანმა მორიგი პარტია მოიგო - ამჯერად პატარკაციშვილი დააშამათა. რასაკვირველია, კახი ასათიანმა ძალიან კარგად იცოდა, ვისი შვილი იყო და საიდან მოვიდა დავით პეტრიაშვილი, მაგრამ მისი ეს მოკლე ფრაზა ხმის მქონე სუბიექტებს უნდა გაეგონათ. ცოტა არ იყოს აგდებული ტონი ერთგვარ პაროლად იქცა - მისახვედრს ყველა მიხვდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ყრილობის ბოლოს ერთი ლაწანიც გაისმა: პატარკაციშვილის ჯგუფის მიერ გადაბირებულმა ერთ-ერთმა სუბიექტმა, ვისლან მელაშვილმა უშუალო გადამბირებელს იქვე, ყრილობის დარბაზში გააწნა სილა - ეგ არის, მოგებული გვაქვსო?!
გაგრძელებაც ვნახეთ - საკუთარ ოფისში გაილახა მინი-ფეხბურთის განყოფილების შეფი, რომელმაც ხმის მიცემის სანაცვლოდ გარკვეული თანხა კი აიღო პატარკაციშვილის მხარისგან, მაგრამ უშუალოდ ყრილობის წინ, ფედერაციის მოქმედ ვიცე-პრეზიდენტ სულაბერიძესთან „გასაუბრების“ შემდეგ, მოულოდნელად ავად გახდა და დაპირებული ხმა ვერ მისცა.
მიმხვედრი მიხვდება - ეს ფაქტები იმ ოპერიდან იყო, რომლის ლიბრეტოს თანახმად, ცნობილი ქართველი მსაჯი გუნთაძე ზედ ყრილობის წინ მანქანის საბარგულში მოათავსეს და წინასაარჩევნო პროფილაქტიკისთვის ტყეში წაიყვანეს.
რეგიონალური მსვლელობებიც საკმაოდ მოეწყო - ის კი არა, გურიის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარეს, დურმიშხან ჩხაიძეს სახლში მიართვეს რამდენიმე ათასი დოლარით „გასიმპათიურებული“ ჩანთა, მაგრამ ფეხბურთისგან დაღარიბებულმა ამ კაცმა, შუამავლებს მერაბ ჟორდანიას მამაპაპისეული სახლი დაანახვა - მარტო მერაბს კი არა, ამ კარ-მიდამოსაც ვერ ვუღალატებო (მოგვიანებით, დურუ-ბატონმა ერთხელაც დაამტკიცა ჟორდანიასადმი ერთგულება და გურიაში წინასაარჩევნოდ ჩასულ ახალკაცი-ჯუნიორს, წინამორბედისა და კონკურენტის სადღეგრძელო განსხვავებულითა და ფეხზე წამომდგარს დაალევინა).
ერთი სიტყვით, მოსახდენი ხდებოდა და ზოგჯერ იმგვარად უცნაურიც, ბარეორი დააღებდა პირს, მაგრამ...
ის, რაც 13 მაისის არჩევნების დროს დატრიალდა, ყველაფერს ფარავს, რადგან ეს არც კომბინაცია გახლდათ, არც ჩანაფიქრი: ადამიანთა ვიწრო ჯგუფმა ფეხებზე დაიკიდა მორალიც და ზნეობაც, კანონიც და ჩარჩოც, ფეხბურთიც და საზოგადოებაც, ქართულად რომ ვთქვათ, „ააგდო“ ახალგაღვიძებული უსტაბაში და ვითომ პრეზიდენტის ხუშტურზე, სინამდვილეში კი როგორც თავად სურდა, ისე მოაკვარახჭინა საქმე.
ამ ყრილობაზე უამრავი ითქვა, დაიწერა და სხვათა შორის, ტელევიზიებმაც ბევრი რამე აჩვენეს. როგორც ჩვენში ხდება ხოლმე, მომხდარს მხარდამჭერ-გამპრავებელიც საკმაოდ გამოუჩნდა (ძირითადი არგუმენტი ასეთია - მეორე მხარე რა, წმინდა მამათა ლავრა იყოო?!), მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია მეთოდი, დროის მონაკვეთი და იერარქია, რომელთა კომბინაციამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა:
ჩვენ მშენებარე ან განვითარებად ქვეყანაში კი არა, დიდ, შავ, დაბურულ ტყეში ვცხოვრობთ - თუ ჭკვიანად არ იქნები, მოვა გუდიანი კაცი და შეგჭამს!
საკითხი მეტად პოლიტიკურია - იმდენი და იმ დონის პოლიტიკოსი ჩაერია საქმეში, ყრილობის პოლიტიზირებას ვერაფრით გაექცევი, მაგრამ... ქართული ოპოსპექტრის მთელი არსებობის განმავლობაში, მგონი ერთადერთი სიტუაციაა, როცა ოპოზიციურმა ძალებმა შეცდომა არ და ვერ დაუშვეს! გასაგები მიზეზის გამოც: სფფ-ზე გავლენის სფეროებს ნაციონალური მოძრაობის ორი ფრთა ერთთმანეთთან ბრძოლაში ინაწილებდა და ოპოზიცია ფეხბურთამდე არავინ მიუშვა.
ნოდარ ახალკაცი რომ სამთავრობო სტრუქტურებისა და პირადად მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი იყო, ეს ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციის გარიჟრაჟზე გაცხადდა. მანამდე კი, იმ პერიოდში, როცა პატივცემული მიხეილი თბილისის საკრებულოს პირველკაცობდა, ახალკაცი უმცროსის ხსენებაც არ ყოფილა. უფრო ჟვანიების ოჯახთან დაკავშირებული გაიოზ დარსაძე და ცნობილი ვეტერანი, ნაციონალური მოძრაობის სპორტული სახე ვლადიმერ გუცაევი მოიაზრებოდნენ სფფ-ის მორიგ ხელმძღვანელად. ამის შესახებ ბევრგან დაიწერა და პირადად ჩემი სტატია კი ჯერ „ქრონიკაში“, მოგვიანებით (ვარდების რევოლუციის მერე) „სპორტშიც“ გამოქვეყნდა. სტატიები, ჩემიც და სხვისიც, საკმაოდ მწვავე და ინფორმაციული გახლდათ. ყოველ შემთხვევაში, იმ დონემდე მაინც, რომ მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა: ყველაფერს როგორ მაბრალებენ, ახლა აღმოჩნდა, რომ ფეხბურთშიც ინტერესი მქონიაო...
ალალად უნდა ითქვას, რევოლუციამდე ფეხბურთზე ფიქრით ნამდვილად არ იკლავდა თავს შევარდნაძის ახალგაზრდა ფავორიტი - საფეხბურთო ამბიციები მერენდელმა მდგომარეობამ და მისივე გუნდის „შეჩხიკინებამ“ გაუჩინა. დასტური? ინებეთ: სწორედ ამ პერიოდში დავბეჭდეთ მიხეილ სააკაშვილთან ორი ინტერვიუ გაზეთ „ოლიმპში“ (ორივეჯერ მარიკა ვერულაშვილი დაგვეხმარა) და ახლანდელისგან მეტისმეტად განსხვავებულმა, გამორჩეულად კეთილგანწყობილმა პოლიტიკოსმა ორივეჯერ სიმართლე თქვა: მინი-მოედნებს საკრებულო აკეთებს იმიტომ, რომ ქალაქს ჭირდება ასე, თორემ მე ფეხბურთის დიდი მცოდნე და მოყვარული ნამდვილად არა ვარ, ეგებ, ედუჩას დედისგან ჰოლანდიური გენები გამოყვეს და ეგ მაინც დაინტერესდეს სათანადოდო...
ეს ვარდების რევოლუციის მერე გახდა ბატონი პრეზიდენტი დედულეთის სოფლის გუნდის ბომბარდირი და მორაგბეების ნაკრების ზედმეტი ინდივიდუალიზმიც პრეზიდენტის პოსტიდან „გააანალიზა“, თორემ, ერთხელაც ვიმეორებ, მაშინ (საკრებულოს თავმჯდომარეობისას) ეგზომ სპორტული ნამდვილად არ ჩანდა.
ახალკაცის პირველად არჩევას წინ რაც უძღოდა, თავად ნოდარ ახალკაცმა დაადასტურა ტელეკომპანია „მზის“ პირდაპირ ეთერში - ირაკლი იმნაიშვილის საავტორო გადაცემაში მონაწილეობა ახალკაცმა, მამუკა კვარაცხელიამ, სანდრო ცნობილაძემ, მიხეილ აბაიშვილმა და მე მივიღეთ.

საუბარი მაქვს პრეზიდენტის ახალკაცებთან სტუმრობაზე - სწორედ მაშინ დაითანხმა ქვეყნის პირველმა პირმა ქალბატონი ნელი ახალკაცი, რომ მისი შვილი მისივე ქმრის გზას გაჰყოლოდა. ეს ამბავი პირველმა ნოდარ კობერიძემ გაახმიანა და ბუნებრივია, მას ძალიან ბევრმა არ დაუჯერა. როგორღაც ისე მოხდა, ხალხმა დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა ამ უჩვეულო ვიზიტს და აქედან გამომდინარე იყო, როცა ნოდარს პირდაპირ ეთერში კითხვას ვუსვამდი, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ უარყოფდა.
არ უარყო - ოჯახურ სადილზე გვეწვია, რა არის ამაში უჩვეულოო და დანარჩენი ირაკლი იმნაიშვილმა „შეასრულა“: აღმოჩნდა, რომ გადაცემის წამყვანს საერთოდ არაფერი სცოდნია ამ ფაქტის შესახებ და რაკი მას „ჩაავლო“, „გადაცემისწინა მოთელვა“ ერთიანად დაივიწყა ანუ სრულიად სხვა მხარეს წაიყვანა საუბარი.
იმ გადაცემის დროს, უფრო სწორად ხუთწუთიანი სარეკლამო გაჭრისას, როცა სიგარეტის მწევლები სტუდიიდან ფოიეში გალაგდნენ, პირველად ვიეჭვე, რომ ნოდარ ახალკაცი უფრო გარემოებათა ტყვე იყო, ვიდრე მამის კვალზე იდეურად მავალი კარიერისტი.

ხალხი სიგარეტის მოსაწევად რომ გავიდა, მეგონა, მარტო დავრჩი და რაკი ჩვევად ფურცელზე ხელმოწერის ათასნაირად ჯღაბნა მაქვს, მაშინაც არ მიღალატია ჩვეულებისთვის. შუა ჩხაპნაში ვარ და მზერა ვიგრძენი - თავზე ნოდარ ახალკაცი წამომდგომია და მიყურებს. არც ღიმილით, არც გაბრაზებული - ჩვეულებრივად, როგორც მას ახასიათებს, სათვალის მიღმა.
„თქვენ ნიჭიერი ჟურნალისტი ხართ... ვიცნობდეთ ერთმანეთს...“
დღემდე მგონია, რომ ეს არ იყო ევროპაში ნაცხოვრები ახალგაზრდა კაცის ცხოვრების წესიდან გამომდინარე საწესდებო კომპლიმენტი. დავარქვათ ამას წამიერი სისუსტე, შინაგანი ბუნების გამოვლინება ან სხვა რამ, მაგრამ მეორედ ამგვარი ახალკაცი მაშინ ვნახე, როცა იორდანიასთან ნამატჩევს პრესკონფერენციაზე ლექსი წაიკითხა - უბრალოდ, იქ გოჩა თანდარაშვილის უადგილო დემარშმა (არც ვიცი, რა დავარქვა მის მაშინდელ საქციელს) გააფუჭა ყველაფერი.
ყველა სხვა შემთხვევაში, როცა ნოდარი მოჩანდა ისეთი, როგორსაც ხალხი იცნობს, იგი ხელისუფლების, გარემოებისა და დიდი მამის აჩრდილის ტყვე იყო: მას უნდა ეკამათა, ეჩვენებინა უხასიათობა, სიმკაცრე, სიჯიუტე და ემტკიცებინა ის, რაც თავად არ სჯეროდა.
ბუნებრივია, ახსნა სჭირია იმ ამბავს, თუ რამ გამოიწვია ნოდარ ახალკაცზე ამდენი ლაპარაკი. მიზეზი უბრალოა: რაკი 13 მაისის არჩევნებზეა საუბარი, აქედანვე გამოვრიცხოთ, რომ უმცროს ახალკაცს ფეხბურთის ფედერაციაში დარჩენა სურდა. არა, იგი გაცილებით ბედნიერი იქნებოდა, თუკი არჩევნებამდე გაუშვებდნენ და მუშაობა გააგრძელა მხოლოდ მის უკან მდგომი გავლენიანი კლანის ხათრით და შიშით.

ეს ხომ პირველთანრიგოსნის ამოცანაა - მაფიასთან ქორწინება ყველას შეუძლია, მასთან განქორწინება კი არავის. ახალკაცი თავისით ვეღარსად წავიდოდა, იგი წავიდა მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლებამ ჩათვალა საჭიროდ.
სამწუხაროა, მაგრამ რეალურ პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა ასე იქცევა: სისტემის, ნათელი მომავლის, კონკრეტული პროექტის სახელით ისე გამოიყენებს და მოისვრის ვისაც გნებავთ, თითქოს აქ არაფერი. შესაბამისად, ქართული პოლიტიკის ლომებმა უმცროსი ახალკაციც ლიმონივით გამოწურეს და „დანაშაულში გაიყვანეს“. ნოდარს ჭკუა და სიფრთხილე ეყო, ის მილიონები მარტოს და უნებართვოდ არ დაუხარჯავს და ფეხბურთის ფედერაციის პირველკაცის სავარძელი ციხის ნარით რომ არ შეუცვალეს, სწორედ ამას უნდა უმადლოდეს.
ვინც იმ არჩევნებს დაესწრო, კარგად ეხსომება, ნოდარ ახალკაცი ნერვიულობას უცნაურად გამოხატავდა - „თბილისი-მერიოტის“ საპრესკონფერენციო დარბაზის კუთხეში იდგა და ლამის მთელი საათის განმავლობაში, კედელს ზურგით ეხლებოდა.
მეორე უცნაურობა იყო ის, რომ დარბაზიდან ფოიეში უწყვეტ ჯაჭვად გადი-გამოდიოდნენ ნაციონალური მოძრაობის სახეები და მათი ნათესავ-მეგობრები: ძმები გაბაშვილები, დავით ნამგალაური, ვალერი გიორგობიანი, კახა გეწაძე, გიორგი ნაცვლიშვილი, გიორგი არევაძე... და მაინც, ყველაზე საინტერესო სანახავი კობა სუბელიანი იყო, რომელმაც თანაპარტიელებისაგან განსხვავებით ერთხელაც არ შემოიხედა დარბაზში, სამაგიეროდ ყრილობის მთელი მიმდინარეობის განმავლობაში ფოიეში იდგა და კოვბოური ფილმის გმირის სიმარჯვით, ჯიბიდან მონაცვლეობით „აძრობდა“ მობილურ ტელეფონებს.
(მერე, როცა გასარკვევი გაირკვა და არჩევნების მიმდინარეობით გიგი უგულავას დაინტერესების შესახებ გაცხადდა, სუბელიანის სატელეფონო გადაძახილებსაც მოეძებნა ახსნა - იგი ხომ თბილისის მერის ძმა და პირის ზიარება იყო და არის). გამომდინარე აქედან, მართებული იქნება, ვივარაუდოთ, სუბელიანი იქ, იმ ადგილას სწორედ ბატონ უგულავას წარმოადგენდა.
კიდევ ერთი უცნაურობა - მას შემდეგ, რაც ჩვეულებრივ მონოტონურმა ახალკაცმა ბოლო წამამდე გამოიყენა რეგლამენტი და დარბაზთან ერთად, ევროპელი ემისარიც, წარმოშობით მალტელი ბატონი მიფსუდი მიაძინა, მამუკა კვარაცხელია და გიორგი ნემსაძე შესაბამისად ათ და ხუთ წუთში ჩაეტივნენ. ღმერთმანი გასაკვირი იყო და მეტადრე კვარაცხელიასაგან - მამუკას ხომ მთელი ტომეულები გააჩნდა, სადაც ახალკაცის ფორმაციის საგმირო საქმეები მისხალ-მისხალ ჩამოეწიკწიკებინა და სავარაუდოდ, ათი კი არა, საპრეზიდენტო კანდიდატისთვის რეგლამენტით განსაზღვრული 45 წუთი არ უნდა ჰყოფნოდა. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იგი ათ წუთს დასჯერდა.
რაც შეეხება ნემსაძისეულ 5-წუთიან გამოსვლას, აქ ეჭვის საფუძველი არც არსებობდა - გიორგის არასოდეს ახასიათებდა ციცერონული მიდრეკილებები.
თურმე ჭურში ზიხარ და თავზე ორშიმო გახურავს - რა რეგლამენტი, რის საარჩევნო პროგრამა...
ვერსია, რომელსაც აქ გაგაცნობთ, ვიწრო წრეში გახმიანდა და პირადად მე მას შემდეგ გავიგე, რაც ნაარჩევნებს, მინი-ფეხბურთის ტურნირზე სამონაწილეოდ კუს ტბაზე ავედით „ოლიმპელები“ (არჩევნებში გამარჯვებული გიორგი ნემსაძის პრესკონფერენცია მომავალი გენმდივნის, ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, დღის სამის ნახევარზე გაიმართებოდა და ერთი შეხვედრის თამაშს თავისუფლად მოვასწრებდით). კუს ტბაზე ნემსაძის გადადგომის შესახებ პირველმა კახა მგელაძემ თქვა - სახლიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ გიორგი ტელევიზიით გამოვიდა და გადადგომის შესახებ გამოაცხადა.
ეს არა მარტო სენსაცია, შოკი იყო - ვიღას ეფეხბურთებოდა, ხალხი პირდაღებული დააბოტებდა და უსიტყვოდ შესცქეროდა ერთმანეთს. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელი ჟურნალისტი ვის უჭერდა მხარს (აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად გახლდათ) - პოზიცია და სუბიექტურობა აზროვნებიდან გაკვირვებამ და მოულოდნელობამ გადადენა.

და ახლა ვერსიაც: არჩევნებამდე, ახალკაცის გუნდის წარუმატებლობითა და პროექტ „ტოპმიოლერის“ ჩავარდნით გაწბილებულმა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ორ ფრთას (რომელთაც ბევრ სხვა რამესთან ერთად, საფეხბურთო შეხედულებებიც აშორიშორებდა) მოუწოდა, რომ საფეხბურთო სამყარო თვითდინებაზე მიეშვათ და არ ჩარეულიყვნენ. ბოკერია-ლომაია-გაბაშვილები-უგულავა-მერაბიშვილის ჯგუფი თავდაპირველად დაემორჩილა პრეზიდენტის განკარგულებას. ამ ადამიანებმა იფიქრეს, რომ მათ პროტეჟეს და მითუმეტეს, პროექტს შესაბამისი ოპონენტი ან კონტრგეგმა არ გამოუჩნდებოდა.
სულ სხვა აზრზე გახლდნენ გიორგი არველაძე, დავით ნამგალაური, კოტე კემულარია, დავით კირკიტაძე, კახა გეწაძე და ვალერი გიორგობიანი. ვინ-ვინ და მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რითი სუნთქავს საფეხბურთო სამყარო, რამდენად არასტაბილური, უპრინციპო და მშიშარაა იგი. გარდა ამისა, კირკიტაძე და არველაძე უშუალოდ საფეხბურთო წრიდან გამოსული ადამიანები არიან (გაბაშვილზე ან ბოკერიაზე უკეთ ნამდვილად აგორებენ ბურთს), კოტე კემულარია რუსთავულ და ზუგდიდურ კლუბებთან, ამავე დროს „გაგრასთან“ მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი ჩინოსანი გახლდათ, ვალერი გიორგობიანი კი ერთმანეთს უნაცვლებდა სკანდალურ ინტერვიუებს სპორტულ გაზეთებში და ამით ეწეოდა საწილო ჭაპანს...
სხვათა შორის, ამავე ჯგუფთან ტრიალებდა შალვა რამიშვილთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ როგორღაც გაუჩინარებული კობა ბექაურიც, მაგრამ გასაგები მიზეზის გამო, არ აქტიურობდა - სადაც გამოჩნდებოდა, მხოლოდ ვიწრო წრეში და ხმადაბლა საუბრობდა.

მოკლედ, ამ, მეორე ჯგუფმა გადაწყვიტა, „გაეტარებინა“ იმპულსური პრეზიდენტის ზეპირი განკარგულება და თავისას ეცადა. ყველაზე წარმატებული კოტე კემულარია აღმოჩნდა, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად ოთხი ხმა „გააჩალიჩა“ და ფაქტობრივად გადაწყვიტა კიდეც არჩევნების ბედი.
პირველმა ჯგუფმა მართალია გვიან, მაგრამ მაინც „გაიღვიძა“ და მიხვდა, მეტოქეს გვარიანად და შედეგიანად ემუშავა. როგორც მაშინ თქვეს, ორმა-სამმა მათმა მომხრემ პანიკა კი ატეხა, მაგრამ „ბოსები“ იმდენად იყვნენ დარწმუნებული საკუთარ გავლენაში, ბოლო წუთამდე არ გაინძრნენ და როცა დაფაცურდნენ, გვიანი იყო: ნოდარ ახალკაცი უკვე ტელეკამერების თვალწინ ულოცავდა გია ნემსაძეს. ფედერაციის ჩინოსანთაგან მხოლოდ გოგი ქავთარაძემ გამოხატა უკმაყოფილება და თქვა, რომ ფეხბურთში ბნელი ძალა მოვიდა.

რაც შეეხება სახელისუფლებო ჩინოსნებს... კობა სუბელიანმა კიდევ ერთხელ დააძრო რომელიღაც მობილური და ძალიან მშვიდად ამცნო მავანს - წავაგეთ! სამაგიეროდ, დუღდა და გადადუღდა გოკა გაბაშვილი: მან ერთი ხმამაღლა შეიგინა, ყველას მოგეთხოვებათო, სიტყვა დააგდო და კიბეზე ისე ჩასრიალდა, ჭრიჭინა (მარინე ფერაძე) შურით გასკდებოდა. გამარჯვებული მხრიდან, მხოლოდ დავით ნამგალაურმა გამოხატა მოზომილი სიხარული და ვიღაცას გადაურეკა - აი, ძმაო, ასე უნდა დაივალო და შეასრულოო...
აქ ყრილობის დარბაზი არაფერ შუაშია. ეს ყოველივე გარეთ, ფოიეში ხდებოდა და ფოიეში კი ჟურნალისტთაგან ჩემს გარდა მხოლოდ ლევან სალუქვაძე იყო. სწორედ მან მოიძებნა პირველმა გოკა გაბაშვილი და მეც კიბისკენ მივუთითე, მაგრამ რაკი ბატონი გიორგი დაბლა პირველი კოსმოსური სიჩქარით დაეშვა, იმ დროისათვის, სავარაუდოდ, პრეზიდენტის მისაღებში იქნებოდა.

იმ პრეზიდენტისა, რომელსაც დაახლოებით ისე აინტერესებდა იმდღევანდელი არჩევნები, როგორც მონაკოს პრინც ალბერტს და ღრმა ძილით ეძინა (როგორც ითქვა, წინა დღით ბობოყვათში ნაქეიფარს).
ძაღლის თავიც აქ ყოფილა დამარხული - ახალკაცის მეტისმეტი მონოტონურობაც და დანარჩენი ორი კანდიდატის სიჩქარეც სააკაშვილის ძილთან იყო კავშირში. ნოდარი წელავდა იმიტომ, რომ პრეზიდენტის
გაღვიძების შემდეგ, მისი მხარდამჭერი ჯგუფი პირველკაცს ყველაფერს მოახსენებდა, მისი განკარგულების მიყურისძირების შესახებაც გადაუკრავდა „ერთი-ორ სმეშნოი რამეს“ და დანარჩენი პირველკლასელის ამოცანა იყო - მიშა იმდენ პენალს დაარტყამდა, იმდენ წითელს ააფრიალებდა, შვილზე გაცილებით ადრე მოხვდებოდა გინესის წიგნში...
მოვლენების ამგვარ განვითარებას ელოდა მეორე მხარეც, მაგრამ მათ დიდი იმედი ჰქონდათ, რომ „პირველი“ ყრილობის გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა და „ერთ გინებას როგორმე გავუძლებთო“ - ასე დახატა ბიზნეს-გეგმა კირკიტაძემ.
უბრალოდ, მათ ერთი რამე ვერ გაითვალისწინეს, საფეხბურთოსი რა გითხრათ, მაგრამ ათას პოლიტიკურ მოედანზე გადამხტარი მოწინააღმდეგეები პრეზიდენტს სურათს დაუხატავდნენ არა - ახალკაცი ვს ნემსაძე კონტექსტში, არამედ სულ სხვაგვარად: აგერ, თქვენი დავალება და განკარგულება გააბიაბრუესო...
ასეც მოხდა და თავისუფლების ინსტიტუტის კედლებში გამოზრდილმა ბიჭებმა ათიანში ისროლეს: სააკაშვილმა ტელეფონთან გიორგი ნემსაძე იხმო და დანარჩენი უკვე თვითმხილველი ჟურნალისტისგან ვიცი - „ნემსას ხმა არ ამოუღია, ეგ არის, ჯერ გათეთრდა, მერე განაცისფრდა, ბოლოს გალურჯდაო“ - ბუნებრივიცააა, ელდას და მოულოდნელობას სხვა რა სიკეთე უნდა დაეყარა.
პრეზიდენტის ისტერიკის მოკლე შინაარსი კი ასეთი გხლებიათ: „შენ რას ბედავ... შენი გულისთვის საკადრო კრიზისი მეწყება, ახლავე გადადექიო“...
გია ნემსაძეც გადადგა - მას შემდეგ, რაც ტექსტი გაუმზადეს და ფონად „ლოკომოტივის“ სტადიონი შეურჩიეს.


- ეს დღე თუ ასე დამიღამდებოდა, ნამდვილად არ მეგონა - ვაჟა ნემსაძემ ეს ფრაზა რესტორან „მონოპოლის“ წინ მითხრა, სადაც ჯერ კიდევ სრულ გაურკვევლობაში მყოფი გია ნემსაძის მხარდამჭერები ხელისუფლების წარმომადგენლების მოსვლას ელოდებოდნენ. სხვათა შორის, იქ მყოფთა შორის, ბევრი იყო ისეთი, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა წაგებული საქმის სასიკეთოდ შემოტრიალების იმედი, მაგრამ უფროსი ნემსაძე მათ ოპტიმიზმს ნამდვილად არ იზიარებდა.
ინფორმაცია, რომელიც ნემსაძის მომხრეთა მხოლოდ ვიწრო წრემ შეიტყო, შოკისმომგვრელი იყო. გამარჯვებული კანდიდატისგან შესაძლო ექსცესისა და გაჯიუტების თავიდან ასაცილებლად, მოწინააღმდეგე ჯგუფის გავლენიანმა წარმომადგენლებმა ნემსაძეს ანახეს მისი უახლოესი ადამიანებისა და პარტნიორებისაგან შედგენილი ორმოცკაციანი სია და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე „დაპირდნენ“, რომ ბრძოლის გაგრძელების შემთხვევაში, მათ ციხე ემუქრებოდათ.
ბრძოლა, როგორც ასეთი, ფიფასა და უეფაში გაპროტესტებაში გამოიხატებოდა და წესით, ახალი პრეზიდენტი ასეც უნდა მოქცეულიყო, მაგრამ... ვისაც ახსოვს, რამდენი ხნით გაუჩინარდა იმ დღეებში გიორგი ნემსაძე, ადვილად მიხვდება, რა დღეები გადაიტანა მან (ამბობდნენ, რომ ერთ-ერთ კაზინოში იჯდა და განუწყვეტლივ სვამდა - გემბლინგი პლუს ალკოჰოლი პლუს განმარტოება - ამას ათოსის სინდრომი ჰქვია).

საღამოს, როცა „მონოპოლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ჟურნალისტებისა და სეირის მოყვარულთა უმრავლესობა გაიკრიფა, პირველი კახა გეწაძე, მეორე კოტე კემულარია გამოჩნდნენ და მათი ნირწამხდარი სახეებიდან აშკარად ჩანდა, ჯგუფმა ბრძოლა წააგო.

მერე და მერე სხვებიც მოვიდნენ, თუმცა სამასკაციანი სუფრის მეხუთედიც არ შეივსო და ჩაშლილი ბანკეტი კი მხოლოდ ერთხელ, დავით კირკიტაძის მიკროფონში ნათქვამის მერე გამოცოცხლდა: „გია ნემსაძის ოფლს არავის შევარჩენო“ - ლაკონური, მაგრამ კატეგორიული იყო ბატონი მომავალი გუბერნატორი.

ის მუქარანარევი სადღეგრძელო ნაციონალური მოძრაობის მორიგი წარმომადგენლის მორიგი მუცლით ნაზღაპრები აღმოჩნდა: შურისძიებასა და სამართლიანობის აღდგენას ვინ დაეძებს, დღემდე შეფასებაც კი არავის მიუცია იმ სიბინძურისათვის, რაც მაშინ ქართულ ფეხბურთს დამართეს. ის კი არა, სიტუაციის სრული კონტროლისა და ყოველგვარი მოულოდნელობის თავიდან ასაცილებლად, აღმასკომი, უკაცრავად პასუხია და, მაქსიმალურად დააკომპლექტეს ეგრეთ წოდებული „ცირკის დათვებით“, რომელთაც ნებისმიერ „ინოვაციაზე“ თათის (ანუ ხელის) აწევის გარდა, სხვა არც არაფერი ევალებოდათ, არც არაფერი ეკითხებოდათ.

...მას მერე საკმაო დრო გავიდა და ახლა ამ გადასახედიდან, როცა პროექტი „ახალკაცი, ტოპმიოლერი და კომპანია“ საბოლოოდ ჩავარდა, როცა მავანი ლონდონური ფირმის მიერ ნახლაფორთები და „ბრენდ ნეიმზე“ დაფუძნებული ბიზნეს-გეგმა ყველამ მიივიწყა, სინდისი საათის გუგულივით გამოხტება ხოლმე და ერთსიტყვიან კითხვას სვამს:
ღირდა?



--------------------
"Я с тобой прощаюсь навсегда, навсегда до следующего матча...." ©

Go to the top of the page
Torpedo
პოსტი Aug 5 2011, 00:51 AM · პროფილი · PM ·
პოსტი #2


ჩვენ გავიმარჯვებთ!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,320
Current Mood:
რეგისტრ.: 30-August 09
მდებარ.: სტადიონი
წევრი № 1,366



საღოლ მაგარია რა...

ღიდა წაკითხვად!!!

ნამდვილად არ მინანია ამხელა სტატია რომ წავიკითხე....



ხოდა მერე ფეხბურთის განვითარებაზე ტლიკინებენ კიდევ რა...


RESPECT სტატიის ავტორს!!! გაიხარე !!!


--------------------
მუტრუკი მიტომ მუტრუკობს
დედა ჰყოლია ვირიო
კაცი ბეჩავის მჩაგრავი
სად გაგონილა გმირიო!
Go to the top of the page
George:)
პოსტი Aug 5 2011, 01:17 AM · პროფილი · PM ·
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 22,150
Current Mood:
რეგისტრ.: 7-November 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 43



სამწუხაროდ, მართლა ჟურნალისტები ჩამოშორებულნი არაინ თავიანთ საქმეს
Go to the top of the page
dato
პოსტი Aug 5 2011, 02:06 AM · პროფილი · PM ·
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,298
Current Mood:
რეგისტრ.: 17-December 08
წევრი № 121



პოლიტიკური შეფერილობის სტატიები მაესტროს, კავკასიის და სხვა ყლეურ პოლიტიკურ TV საიტებზე!!!!!!!!
წარსული უნდა დავივიწყოთ და ნუ ჩავიხრჩობით კონსტანტინე გოგიშვილივით წარსულში.

საერთოდაც ვინ არის ეს კაცი. მეცნობა, მაგრამ ვერ ვიხსენებ


--------------------
16 გუნდი უმაღლეს ლიგაში
Go to the top of the page
დანელია
პოსტი Aug 5 2011, 12:06 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #5


ио майо
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,243
Current Mood:
რეგისტრ.: 30-September 10
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 2,664



dato
ციტატა
პოლიტიკური შეფერილობის სტატიები მაესტროს, კავკასიის და სხვა ყლეურ პოლიტიკურ TV საიტებზე!!!!!!!!


არცერთ საიტზე არ დადებულა ეს სტატია..ფორუმზე დაწერა..

ციტატა
წარსული უნდა დავივიწყოთ და ნუ ჩავიხრჩობით კონსტანტინე გოგიშვილივით წარსულში.


კარგი რა..


ციტატა
საერთოდაც ვინ არის ეს კაცი. მეცნობა, მაგრამ ვერ ვიხსენებ


ჟურნალისტია, ადრე სპორტულ გაზეთებში წერდა, ეხლა უცხოეთშია..
Go to the top of the page
ვეტერინარი
პოსტი Aug 5 2011, 13:02 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #6


არაგვისპირელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,480
Current Mood:
რეგისტრ.: 11-February 11
მდებარ.: Mtskheta-Tbilisi
წევრი № 3,150



ციტატა
...მას მერე საკმაო დრო გავიდა და ახლა ამ გადასახედიდან, როცა პროექტი „ახალკაცი, ტოპმიოლერი და კომპანია“ საბოლოოდ ჩავარდა, როცა მავანი ლონდონური ფირმის მიერ ნახლაფორთები და „ბრენდ ნეიმზე“ დაფუძნებული ბიზნეს-გეგმა ყველამ მიივიწყა, სინდისი საათის გუგულივით გამოხტება ხოლმე და ერთსიტყვიან კითხვას სვამს:
ღირდა?

მაგ არჩევნების დროს ვიცოდი, რომ ახალკაცი ნაგავი იყო, ნემსასაც ბევრი ჰქონდა ნაჭამი და კვარაცხელიას არ ენდობოდნენ, რადგან 9 წელი რუსეთში ცხოვრობდა, მახსოვს სამივენი "რეაქციაში" იყვნენ და ყველაზე მწვავე კვარაცხელია იყო.


--------------------

ვიტ ჯორჯია!!!
Go to the top of the page
mate17
პოსტი Aug 5 2011, 13:39 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #7


fczsetafoni ყველაზე მაგარი გუნ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,102
Current Mood:
რეგისტრ.: 17-November 08
მდებარ.: zestafoni
წევრი № 55



საინტერესო სტატიაა. ეტყობა რომ იმ ადამიანის ხელითა დაწერილი რომელიც საქართველოში აღარ საქმიანობს.
ისე ძაან ცუდია რო საქართველოში ჟურნალისტები აღარ გვყავს რასაც ქვია ნამდვილი ჟრნალისტები. ყველაფერი პიარისთვის კეთდება და ახა კარგი იქნებოდა ჟურნალისტებს სახელს თუ გადავარქმევთ და პიარისტებს თუ დავარქმევთ wink.gif


Danelia
კოსტანტინეა სახელი სწორი თუ კონსტანტინე? მე მეორე მგონია მარა შეიძლება ვცდები
Go to the top of the page
დანელია
პოსტი Aug 5 2011, 14:21 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #8


ио майо
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,243
Current Mood:
რეგისტრ.: 30-September 10
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 2,664



mate17
ციტატა
მე მეორე მგონია მარა შეიძლება ვცდები


არა არ ცდები, რა თქმა უნდა კონსტანტინეა სწორი..

არ მიმიქცევია უცბად ყურადღება სათაურზე და გამეპარა უზუსტობა, ეგ არ არის პრობლემა, პრობლემა ისაა რომ ესეთი ჟურნალისტების ნაწერი ფეხებზე ჰკიდია უმეეტსობას და არავინ კითხულობს..
Go to the top of the page
jotia
პოსტი Aug 5 2011, 14:48 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 828
Current Mood:
რეგისტრ.: 23-April 09
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 856



ციტატა
ესეთი ჟურნალისტების ნაწერი ფეხებზე ჰკიდია უმეეტსობას და არავინ კითხულობს..



წავიკითხე თავიდან ბოლომდე და მგონია რომ ბევრი რამ სიმართლეა

გაგრძელებაც საინტერესო იქნებოდა სიჭინავაზე biggrin.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია jotia: Aug 5 2011, 14:50 PM


--------------------
_
Go to the top of the page
ვეტერინარი
პოსტი Aug 5 2011, 17:38 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #10


არაგვისპირელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,480
Current Mood:
რეგისტრ.: 11-February 11
მდებარ.: Mtskheta-Tbilisi
წევრი № 3,150



ახალკაცი დასაჭერია !!!!! მაგან დაღუპა ქართული ფეხბურთი.
Go to the top of the page
tornike16
პოსტი Aug 5 2011, 17:51 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #11


თავმომწონე მასპინძელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,479
Current Mood:
რეგისტრ.: 2-April 11
მდებარ.: 192.168.1.2
წევრი № 3,336



სიმართლეა მაგრამ ცინიზმით სავსე.....

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია tornike16: Aug 5 2011, 17:53 PM


--------------------
No One Likes Us
We Dont Care
ჩვენ ერთადერთნი ვართ!
Go to the top of the page
ვეტერინარი
პოსტი Aug 5 2011, 18:08 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #12


არაგვისპირელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,480
Current Mood:
რეგისტრ.: 11-February 11
მდებარ.: Mtskheta-Tbilisi
წევრი № 3,150



ციტატა
სიმართლეა მაგრამ ცინიზმით სავსე.....

+10000000000000000000000000000000
Go to the top of the page
tkeshela
პოსტი Aug 5 2011, 20:18 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 23
Current Mood:
რეგისტრ.: 5-August 11
მდებარ.: QuTaIsI
წევრი № 3,913



ჟურნალისტები აზედმეტებენ ხოლმე და მთლად სიმართლეებიც არ იქნება მარა სიმართლის მარცვლები დევს ბევრი smile.gif


--------------------
trumania ვარ :D
Go to the top of the page
დანელია
პოსტი Sep 11 2011, 23:33 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #14


ио майо
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,243
Current Mood:
რეგისტრ.: 30-September 10
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 2,664



შესავლის მაგიერ


ის წიგნი ახლაც იქაა - მამისეულ სახლში, წიგნებით გაძეძგილ ძველ კარადაში და მიუხედავად იმისა, ცხოვრებამ უამრავი, გაცილებით დიდი კერძო თუ სახალხო ბიბლიოთეკა მანახა, მაინც ის წიგნი (წიგნები) და ის ძველი კარადა რჩება ჩემი „ცენზის“ (ნაკითხობას, განათლებულობას თუ ორივეს ერთდროულად რომ ვეძახით ჩვენში) პირველწყაროდ, ათვლის წერტილად, გინდაც, ხარისხის ნიშნად.
უბრალოდ, იქედან დავიძარი და იმიტომ...
მე იმ კარადისა და წიგნებისა ყველაფერი ვიცი - ფერი, გემო, სუნი, ხანი, მდგომარეობა, მდებარეობა.
უკვე ნებისმიერი მათგანი საუნჯედ მექცა და იმიტომ. რატომ? აბა, როგორ ავხსნა - სახლის სუნი უდის, მამაჩემის სახლისა, ჩემი „შინა-სი“...
იმ წიგნს „დორიან გრეის პორტრეტი“ ჰქვია, რემარკის „სამ მეგობართან“ ერთად ბავშვობიდან რომ მომყვება და წელიწადში ერთხელ მაინც ისე მწყურია, როგორც...
„დაღლილ ირმების ჯოგს წყარო ანკარაო“ რომ ვთქვა, ძალიან სასაცილო ვიქნები? დაახლოებით ასე კია და...
იმის ბრალი თუა, ნამეტანი ადრე რომ წავიკითხე და ჩემი პირველი მასწავლებლებისა არ იყოს, „შთაბეჭდილება მოახდინა“. ხასიათი მაქვს, ყველასთან ვერც პურს გავტეხ, არც დუელში გავალ და აი, ჩემი ორი უსაყვარლესი წიგნიდანაც კი ამოვარჩიე ბიჭები, ვისთან ერთადაც ბავშვობიდან მოვდივარ - დორიან გრეი და ოტო კესტერი.
„ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ“, კესტერი შორსაა - ან ძინავს, ან სახელოსნოშია, ეგება, საჭესთან ან სულაც ალფონსთანაა ლუდხანაში. სამაგიეროდ, დორიან გრეი მჭირდება და მინიმუმ, ორი საათი გვერდიდან ვერ მოვიცილებ - ყოველთვის, როცა გაორებულ პიროვნებებზე მიწევს წერა, დორიანი და მისი პორტრეტი შეუცვლელია.
****
არ არის აუცილებელი პიროვნება გაორებული იყოს. ეს შეგნებულად მხოლოდ ფიქრიან, გამჩენისგან საწვალებლად განწირულ ადამიანებს მოსდით და შეუგნებლად, „საგზლად“ კი, როგორც ამბობენ, ზოდიაქოს ორი ნიშნის ქვეშ დაბადებულებს: თევზებსა და ტყუპებს მოჰყვებათ. სხვა მხრივ, ის, რაც გაორება, „მეორე მე“, „მეორე შენ“ ან „მეორე ის“ გვგონია, სხვა არაფერია, თუ არა დადებითი და უარყოფითი თვისებების შეჯერება, ერთგვარი „აიწონა-დაიწონა“ საქციელსა და ხასიათში,
სწორედ ამის შედეგია, ხან კარგები ვართ და ხან - ცუდები, ზოგჯერ ძლიერები, ზოგჯერაც სუსტები, ალაგ მართლები, ალაგ - დამნაშავეები...
და ვინ იცის, რამდენი ჩვენთაგანი მისცემდა ნახევარ სიცოცხლეს, რათა „დაგვმართნოდა“ ის, რაც დორიან გრეის „დაემართა“: ნებისმიერი ცუდი ფარდის უკან მიმალულ ჩვენსავე პორტრეტს გადასცემოდა და ყველაფერი კარგი კი ჩვენთან დარჩენილიყო...
****
მერაბ ჟორდანიას ფეხბურთელობა მამიდან მემკვიდრეობით ერგო. „დინამო“, „გურია“ და კიდევ შორიდან დარტყმები მახსოვს. მაშინ - გაისროლაო - არ იწერებოდა, ახლა კი ხშირად ხმარობენ ქართულ სპორტულ პრესაში და დაახლოებით ეს სიტყვა შეესაბამება, შორიდან „ისროდა“ ხოლმე.
მერე ბატონი საშა ჩივაძიდან მოვისმინე - სულ წიგნს კითხულობდა, წყნარი და მუყაითი ბიჭი იყოო...
უფრო გვიან, „სარბიელის“ რედაქციაში ვაჟა ჟვანია ასათიანებთან მაკას ხელის სათხოვნელად მისვლის ამბავს ყვებოდა. „სარბიელის“ გამომცემელმა პაატა კვანტალიანი და მე დაგვისწრო იმ საუბრისას და...
არის ხალხი, სიყვარულის გულისთვის ბევრ რამეს აიტანს - ბატონ მერაბსაც იმთავითვე ბევრი მოუთმენია, რაკიღა, ჟვანიას რომ დავესესხო, კახი ასათიანს პანჩურით გამოუყრია ახალგაზრდები...
კიდევ უმცროსი მიშა მესხის მისი ფეხბურთივით ლამაზი სიტყვა მახსოვს - ეს მაშინ, როცა ალექსანდრე ჩივაძემ ფედერაციის პრეზიდენტობა ჟორდანიას სასარგებლოდ დათმო:
გამოვიდა პატარა მიშა და მამისეული ფინტივით მოსხიპა - ჩამავალ მზეს ამომავალი ვარსკვლავი მირჩევნია, ამიტომ ვუდგავარ მერაბს მხარშიო...
მე არ მინახავს პრესასთან მოფარიკავე მერაბ ჟორდანია. არადა, მანამდე უფროსი ნოდარ ახალკაცი და მერე მისი ვაჟიც ხშირად საყვედურობდნენ ხოლმე სპორტულ მედიას მოუმზადებლობას, არაპროფესიონალიზმს და ბუნებრივია, დაწერილის თაობაზე კამათიც ხშირად ყოფილა.
სამაგიეროდ, ძმის რეპუტაციას თუ პრესისგან უსაფრთხოებას ხშირად იცავდა ხათუნა ჟორდანია - სხვათა შორის, მეც მიჩივლა „შევარდნაძის სასამართლოში“, მაგრამ გურული ქალბატონის იმ სიფიცხეს გაგრძელება არ მოჰყოლია (ყოველ შემთხვევაში, ერთის მეტად არავინ შემხმიანებია). კიდევ ის იყო, მერაბმა ჩვენს საერთო ახლობელს ჰკითხა, რა უნდა, რას მერჩისო და სხვა მსგავსი სიტუაცია არასოდეს შემმთხვევია.
ის კი არა, პირიქით ხდებოდა: „მთავარ სპორტში“ მუშაობისას მოხდა, მერაბ მამულაშვილის სტატიის გამო, გენერალური მდივანი ვალერი ჩოლარია და ფედერაციის პრეს-ატაშე ლევან სალუქვაძე გაზეთზე განაწყენდნენ, აკრედიტაცია უნდა გაგიუქმოთო და პირდაპირ აღმასკომის სხდომაზე გაიტანეს ის საკითხი. იმ დღეს არც სტატიის ავტორს, არც რედაქტორ პაატა გელაშვილს ეცალათ და მე გამაგზავნეს. ბატონები ჩოლარია და სალუქვაძე სულ შედლუხით შემეგებნენ, ჯვარედინი ცეცხლიო, იმაზე იყო ნათქვამი, ბუნებრივია, გაზეთის პოზიციის დაცვას ბოლომდე შევეცადე, თანაც იმ სხდომას ჟურნალისტების გულშემატკივარი გუგულაც ესწრებოდა და მისიც მეიმედებოდა, მაგრამ რომ არ დამჭირდა?!
მთავარ ადვოკატებად რომიკო შოთაძე და მერაბ ჟორდანია დამიდგნენ და მიუხედავად იმისა, მისი ფავორიტი გერმანიის ნაკრებივით ბოლო წუთამდე იბრძოლა ლევან სალუქვაძემ ( გენერალური მდივანი სადღაც შუა კამათისას ჩაუღრმავდა საქაღალდეს და მერე აღარ ჩაგვრევია), ხუთივე აკრედიტაცია ციმციმ წამოვიღე რედაქციაში...
პოპულარული რადიოწამყვანი ელენე ბილიხოძის მოსაზრება არ გაინტერესებთ? მერაბ ჟორდანიაზე უფრო გალანტური, ტაქტიანი და ყურადღებიანი ადამიანი სპორტულ სამყაროში არც მანამდე, არც მერე არ შემხვედრიაო...
ჟორდანიას ფორმაციის ფედერაციას არც სამძიმარი და თანაგრძნობა ავიწყდებოდა - ბევრია ისეთი ჟურნალისტი, ვინც ეს საკუთარ თავზე გამოსცადა.
თითქმის ყველამ იცის, რამხელა ამაგი აქვს მერაბ ჟორდანიას მამუკა კვარაცხელიას ოჯახზე...
კიდევ ერთი უცნაურობა მახსენდება ახლა - ვალერი ჩოლარია, რომელმაც ვინ იცის, რამდენი წელიწადი შეალია ჟორდანიას ფორმაციის ფედერაციას და სხვათა შორის, ბოლომდე უერთგულა მას, ძალიან ხშირად და ხაზგასმით იმეორებდა: „მე მერაბის მეგობარი არ ვყოფილვარ, არა ვარ და არც ვიქნები, მაგრამ ნებისმიერ მის მეგობარზე მეტად შემტკივა გული, რადგან მან არ იცის. როგორ უთხრას ადამიანს - არა“.
არაერთხელ და არაერთს დაუწერია იმაზე, თუ როგორ უნანავებდა დისშვილს მერაბ ჟორდანია, როგორ ეხმარებოდა საზღვარგარეთ მოსწავლე სტუდენტებს (მათ შორის ნასპორტისმინისტრალ გიორგი გაბაშვილსაც) და გათვითცნობიერებული მკითხველისათვის არც ახალკაცი-უმცროსის სიტყვები იქნება უცხო: მერაბ ჟორდანიას დიდი ამაგი აქვს ჩემს ოჯახზეო...
საყურადღებოა ისიც, რომ სფფ-ის ყოფილ პრეზიდენტს არასოდეს მოუხსენებია აუგად წინამორბედი - მიუხედავად იმისა, ბატონმა ნოდარმა ჟორდანიას საკმაო ვალი დაუტოვა (ფედერაციის ბუღალტერიაზეა საუბარი), მერაბს კარგის მეტი არაფერი უთქვამს უფროს ახალკაცზე...
ეს უბრალო და ვფიქრობ, არასრული ჩამონათვალია იმ სიკეთისა, რასაც მერაბ ჟორდანია, როგორც პიროვნება ატარებს და ასხივებს. ამას დაუმატეთ გემოვნებიანი სამოსი, წყნარი, თავდაჭერილი საუბრის მანერა, თავმდაბალი ქცევის წესი ურთიერთობაში და თქვენს წინაშე წარსდგება მოვლილი, აღზრდილი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ფეხბურთში მშვენიერი კარიერა გაიკეთა და არამარტო საქართველოში, ევროპულ დონეზეც სერიოზულად „გაიქაჩა“...
და კითხვაც: რაო, მართლა ასე დავარცხნილი სიტუაციაა? მაშ, რა შუაში იყო დორიან გრეი და მისი პორტრეტი?
პასუხი: გამოჩენილი იტალიური წარმოშობის მაფიოზის, კარლო გამბინოს ცოლსა და შვილებს დაპატიმრების წუთამდე ეგონათ, რომ მათი ოჯახის მამა რძის მწარმოებელი თუ დისტრიბუტორი იყო, წყნარი, საქმიანი მეწარმე...
რა შუაშია? საქართველოში კარგად იციან, რომ შუაშიცაა და კიდეშიც - სამშობლოში მერაბ ჟორდანიას კრიმინალად ან უკეთეს შემთხვევაში კრიმინალებთან დაკავშირებულ პიროვნებად მიიჩნევენ - აკი, ორჯერ მოიხადა კიდეც სასჯელი. ვარდების ორდენის კავალერთა გავლენიანმა ჯგუფმა მიიჩნია, რომ ჟორდანიას ეკონომიკური დანაშაულის გამო პასუხი უნდა ეგო და აზღვევინეს.
დანაშაულისა და სასჯელის ამ კომბინაციის შიფრი მარტივია - მერაბი წლების განმავლობაში თავკაცობდა ორ ისეთ „კანტორას“, სადაც ფული ჩეჩქივით ეყარა, ცვიოდა, იხარჯებოდა და იშოვებოდა. სისტემა -კრიმინალზე დაფუძნებული, ადამიანების მენტალიტეტი - მორალთან თქვენობით, ცდუნება - დიდი, საქმიანი პარტნიორები - უცერემონიონი (აქ მკითხველს შევახსენებ საკმაოდ გახმაურებულ ფაქტს, როცა ნუკრი კაკილაშვილის (იმხანად ეროვნული სტადიონის დირექტორის) კაბინეტში ჟორდანიამ პარტნიორების გადარწმუნება, მათი აზრის საწინააღმდეგოდ წასვლა სცადა და საბოლოოდ, როგორც ამბობდნენ, მავანის ნასროლი საფერფლით თავგატეხილი საავადმყოფოში აღმოჩნდა).
წარსულში „დინამო“ და ფეხბურთის ფედერაცია, აწმყოში სპორტის მინისტრ გაბაშვილისადმი ირონიით გვარიანად გაჯერებული რჩევა, ნაკრების მატჩის ცქერა თუ გინდა, 50-ლარიანი ბილეთი შეიძინეო და...
მოხდა ის, რაც მოხდა - მერაბ ჟორდანიას არც ძველი აპატიეს, არც ახალი.
არადა, გაბაშვილისადმი ის შეთავაზება არ იყო კინკილა ეპიზოდი „ვარდოსნებსა“ და ჟორდანიას შორის - ფეხბურთის პირველკაცი ნამდვილად შეეცადა ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაელაგებინა. ყოველ შემთხვევაში, გენერალურ მდივნად ანდრო აბაშიძისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უკვე ხსენებული გოკა გაბაშვილის რძლის, ეკა გაბაშვილის მიყვანა, თავისთავად მიზანმიმართული კომპრომისი კი იყო, მაგრამ როგორც შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, ჟორდანიას მხრიდან კეთილმა ჟესტმა ფეხბურთის პირველკაცი ვერ დაიცვა.
სახელმწიფოსთან ფეხბურთის გამო თანამშრომლობას მანამდეც ეცადა ბატონი მერაბი - ის კი არა, ბობოლა კომისიაც შეიქმნა - სადაც შევარდნაძის ეპოქის რამდენიმე ბიუროკრატი ჟურნალისტებსა და სპორტსმენებს შეურიეს.
იყო დრო, როცა პირადად დავდიოდი სახელმწიფო კანცელარიაში და ის სპორტული კომისია, რომელშიც მეც მიხმეს, თვეების განმავლობაში იხილავდა საკითხს, ქართული ფეხბურთის აღორძინების შესახებ. აზრობრივად და ჩანაფიქრის თანახმად, კომისია იმდენად მნიშვნელოვანი იყო, ვიცე-პრემიერი, ზაზა შენგელია მეთაურობდა, მაგრამ შედეგობრივი თვალსაზრისით...
მიშველაძის „ფილიმონ თეთრი ყვავი“ თუ გახსოვთ, ყველაფერი სწორედ ისე დაიწყო და დამთავრდა.
გულგრილობისა და არხეინობის ზეიმი - სამთავრობო კომისიითა და შევარდნაძის 28 რეზოლუციით შეფუთული ფაფხური. მცდელობა, რომელიც უნაყოფობასა და იმპოტენციაში აღა მაჰმად ხანს ფორას მისცემდა.
სულოცოდვილო, შევარდნაძე სტადიონზე რომ ტყუილად არ დადიოდა, მარტო იმ კომისიითა და 28 ხელმოწერილი რეზოლუციით არ დაუმტკიცებია „მისტერ მამათელს“. შოკოლადის ფაბრიკა „მზიური“, „დინამოსათვის“ მთელი რიგი საგადასახადო პრივილეგიების მინიჭება, პიარგარეთა პირადი ინტერესი ნამდვილად ადასტურებდნენ, რომ ედუარდ-გიორგი სულაც არ გხლებიათ წინააღმდეგი ფეხბურთის აღორძინებისა. სხვა საკითხია ის, თუ რამდენად კანონიერი იყო ეს პრივილეგიები, ჩუქებები და სასათბურე პირობებში ერთი კლუბის ჩაყენება. მიუხედავად იმისა, „დინამოს“ მნიშვნელობა ძალიან კარგად მესმის და ვიცი, მასთან მიმართებაში ის „პაჟალუსტა“ პოლიტიკა დათვური სამსახური იყო, სხვა არაფერი და ეს დრომაც დაადასტურა.
ქვეყნის პირველი პირის მიერ დაშვებული ამდენი სიკეთე, თუმცა კი კახი ასათიანის ძირითადი დამსახურება იყო, აქტივში ეთვლებოდა მერაბ ჟორდანიასაც - საკმაოდ ღარიბი ოჯახიდან გამოსული ახალგაზრდა კაცი ნელ-ნელა იქცა თბილისური ელიტის ნაწილად და ეგნატე ნინოშვილის მერე „ნომერ პირველი გურულის“ კეთილგანწყობაც დაიმსახურა, თუმცა...
ეს ის პერიოდია, როცა მანქანების ქურდობა ერთ-ერთ შემოსავლიან ხელობად ითვლებოდა ჩვენში და საქართველოში მოპარული „ძვირიანი“ მანქანების გარკვეული ნაწილი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ელოდებოდა ახალ მფლობელს...
როცა „დინამოს“ ბაზის სათადარიგო მინდვრების გასწვრივ ხშირად ნახავდით ინსულინის შპრიცებს...
როცა მავან „ფულიან ბიძებს“ სწორედ დიღომში უნიშნავდნენ აუდიენციას, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ჩაცუცქული ელაპარაკებოდნენ და გუნდის ხაზინასაც „ორი კაპიკი“ ემატებოდა (ჩაცუცქული „ბიზნეს-შეხვედრის“ შესახებ ქართული ლუდის მაგნატმა გოგი თოფაძემ მეტი იცის)...
როცა აწ განსვენებულმა ზაქრო თელიამ მხოლოდ გამოცდილებისა და ინტუიციის საფუძველზე იხსნა ნირვანაში მყოფი ორი ფეხბურთელი - გასახდელიდან განსაწმედელში მიმავალი მათი სულები სწორედ „დოქტორმა“ მოაბრუნა უკან. მიზეზი გადამეტებული დოზა იყო...
როცა პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი რომელიღაც სახელწიფო მოხელეს 5 მილიონ კუპონად გაეყიდა (კურსი იმდენად შელანძღული იყო, გაგეცინებათ) - საბუთი ნასყიდობის შესახებ მავანი ცნობილი „მხედრიონელის“ მეუღლემ წარადგინა.,,
„დინამოს“ პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია არავის მოუწოდებდა, ამგვარად ეცხოვრათ - ის კი არა, თავადაც მრავალი შეცდომა დაუშვა, მაგრამ რაკი შენს ირგვლივ, შენს კლუბში მსგავსი სიტუაციაა, პასუხისმგებლობას ვერაფრით აიცილებ.
შეეძლო თუ არა ჟორდანიას ამ სიტუაციიდან სუფთად გამოსვლა? ალბათ, ჰო, თუკი გაპრეზიდენტების პირველსავე საათში გადადგებოდა, მაგრამ მან წლები დაჰყო ჯერ „დინამოს“ მერე ფედერაციის პირველკაცის პოსტზე და ბუნებრივია, კანონიც ბევრჯერ დაარღვია.
„დინამო“ ეკუთვნოდა ჯერ მილიციას, მერე „მხედრიონს“ (შეგახსენებთ გავლენიანი მხედრიონელების, ვეფხვაძე-სვანაძის გვარების დაკავშირებას ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან), მერე პოლიციას. ფედერაციისადმი თავის ინტერესს არასოდეს მალავდნენ ბობოლა ჩინოსნები და კრიმინალური ავტორიტეტები... რასაკვირველია, ასეთი დონის თამაშებში ფონს კომპრომისის გარეშე ვერ გახვალ და ჟორდანიასაც მოუწია სისტემასთან მორიგება - ზოგადად, შევარდნაძის მოქმედების საყვარელი სტრატეგია ადამიანების გასვრა იყო, მან სხვანაირი ადამიანების მართვა არ იცოდა.
იმხანად ქართულ ფეხბურთში შეიქმნა ერთგვარი დანაშაულებრივი ჯაჭვი, რომელიც მართლაც რომ ხუნდად მოედო მის სხეულს და ყოველ დღე ლიმონივით წურავდა, რათა კიდევ ერთი მწვანე კუპიურა მიმატებოდა ვიღაცის ანგარიშს, ჯიბეს, საფულეს. მერაბ ჟორდანიას მოვალეობა წმინდა საფეხბურთო საკითხების მოგვარება იყო - იმ წრეში მასზე უკეთ არც არავინ იცოდა ფეხბურთი შიგნიდან. იგი აფორმებდა კონტრაქტებს, ესაუბრებოდა ფეხბურთელებსა და მათ უკან მდგომ ადამიანებს, აგვარებდა ბიზნეს-ურთიერთობებს, განაგებდა ხაზინას.
ახლაც საკმაოდ იწერება იმ დროზე და ამბობენ, რომ ბატონი ჟორდანია გარეგნული სიმშვიდის მიღმა მალავდა ხისტ და უცერემონიო პრეზიდენტს, რომელიც ხშირად აიძულებდა ამა თუ იმ ფეხბურთელს ეკეთებინა ის, რაც არ სურდა - აწერინებდა ხელს არასასურველ კონტრაქტზე, ხშირად სურვილის საწინააღმდეგოდვე ტოვებდა „დინამოში“ და არ უშვებდა სხვაგან.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელის, კახა კალაძის ჟორდანიასეულ „დინამოსთან“ ურთიერთობა და უპირველეს ქართულ კლუბში გატარებული კარიერა ნათელი დასტურია ზემოთქმულისა. რაც შეეხება მისი კიევის „დინამოში“ ტრანსფერის წიაღსვლებს, ესეც კლასიკური საფეხბურთო ნიმუშია, თუ როგორ უნდა დაიმალოს ფული სახელმწიფოსაგან.
რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი, არ შეიძლება ამის გამართლება, მაგრამ ეს არსებული საფეხბურთო სისტემის წესია - სამწუხაროდ, თანამედროვე ფეხბურთში დიდი ხანია, აღარ იქცევიან ისე, როგორც ჟიულ რიმეს დროს.
ფეხბურთი იქცა პრაგმატულ ბიზნესად, სადაც ფულს არავინ არავისზე დახარჯავს, თუკი ორმაგად არ ამოიღო უკან. ეს ჩვენი დროის აქსიომაა და რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ასე ხდება არა მარტო ფეხბურთში და სპორტში, ცხოვრებაშიც. ფული გახდა ყველაზე მიმზიდველი სატყუარა დედამიწის ზურგზე - მისი გულისთვის ადამიანები წაეჩხუბნენ მორალს და სიკვდილის მერე აუსრულეს ჰიტლერს ჩანაფიქრი, მსოფლიო განთავისუფლდა იმ „ქიმერისგან“, რომელსაც სინდისი ჰქვია.
მაგრამ ეს, დაწერილი თუ დაუწერელი, მორალთან ახლოს თუ შორს მყოფი სისტემა ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვნად მიმაჩნია. როცა მერაბ ჟორდანიას წინააღმდეგობრივი ხასიათის გაშიფვრას ვცდილობ, ერთ დამახასიათებელ, დროში გამოცდილ ფაქტს ვანიჭებ ყველაფერზე დიდ მნიშვნელობას: ბატონი მერაბი იქცა ერთგვარ „ნომერ მეორე“ პერსონად, რომელსაც ყოველგვარი ყოყმანისა და ეჭვის გარეშე ენდობოდნენ „ნომერ პირველი“ პიროვნებები.
მათი ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავი, ჭრელი და რაც მთავარია, დროშია განვრცობილი: კახი ასათიანი, მიშელ პლატინი, გრიგორი სურკისი, რომან აბრამოვიჩი - აი, ადამიანები, რომელთაც ყისმათმა საფეხბურთო იერარქიულობის თვალსაზრისით, უმაღლესი თანამდებობები არგუნა და ნებისმიერი მათგანისთვის მერაბ ჟორდანია შეუცვლელ პარტნიორად იქცა.
ბუნებრივია, არ ვივიწყებ უფროსი ნოდარ ახალკაცისა და სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მეპატრონის შეხედულებებსაც ჟორდანიაზე - ერთმა თხუთმეტი წლის წინ და მეორემ სულ ახლახან უაღრესად დადებითად შეაფასეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ნომერ მეორე (აქაც მეორე) პრეზიდენტი.
ვფიქრობ, ზედმეტად დავწვრილმანდებით, თუკი ჩამოვყვებით იმ ფაქტებს, რომლის გამოც დაიახლოვეს სურკისმა, პლატინიმ, აბრამოვიჩმა და სავარაუდოდ, სხვა გავლენიანმა პიროვნებებმაც მერაბ ჟორდანია, მთავარი ის მგონია, რომ ამ კაცმა გაძლო დროში, საქმეში, ფულში და ეჭვზე მაღლა დადგა.
მაგრამ... საქართველო? შინაური ფეხბურთი? ნაკრები, ინფრასტრუქტურა, დონე?... ბოლოსდაბოლოს, ტაბლო, რითაც ყველა და ყველაფერი იზომება ფეხბურთში? ეს ჟორდანია-მოღვაწის, ჟორდანია-პრეზიდენტის აქილევსის ქუსლია - მან ვერა და ვერ შეძლო ფეხზე წამოეყენებინა ქართული საფეხბურთო მეურნეობა, მეტიც: ამ შემთხვევაში, იგი ვერაფრით აიცილებს „ნომერ პირველი“ პასუხისმგებელის სტატუსს და რამდენიც უნდა ვამტკიცოთ, რომ მის უკან მილიცია, სპორტის სამინისტრო, მხედრიონი თუ პოლიცია იდგა, საზოგადოების თვალში სწორედ მერაბ ჟორდანიას მიუძღვის ბრალი, რომ ქართული ფეხბურთი ასე იავარქმნილია.
ხალხი მიიჩნევს, რომ ის ფული, რაც წლების მანძილზე ქართულ ფეხბურთში შემოვიდა, უმეტეწილად ჟორდანიას ანგარიშზე „დაჯდა“...
აქ რამის გადახედვა, ინფორმაციის ხელახალი ანალიზი და „დამარხული თავების“ გამომზეურება ფუჭი წყლის ნაყვაა, ვარდების ხელისუფლებამ მერაბ ჟორდანიას დაპატიმრებით საბოლოოდ გაუფორმა მარცხი და მასას კი დამარცხებულებისა იშვიათად სჯერა - მასა ამ შემთხვევაში მართლა ქვევრივითაა, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს. შესაბამისად, სამართალიც იმგვარია, როგორც მმართველ კლანს „აწყობს“ - შერჩევითი.
სხვაგვარად, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, კიდევ ორი პრეზიდენტი - „ნომერ მეორის“ წინამორბედიც და მემკვიდრეც გაიზიარებდა მის ბედს - თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით.
ანუ... რა გამოდის? სამიდან სამი პრეზიდენტი და სამივე დამნაშავე? პირველს - საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ბრალდებებისა გამო გულმა უმტყუნა, მეორე - დაიჭირეს და საქმეს გაარიდეს, მესამე - საქმეს გაარიდეს, რომ არ დაეჭირათ... როგორ ფიქრობთ, მხოლოდ პიროვნებებშია პრობლემა?
სისტემაშიც, მეგობრებო, სისტემაშიც და სანამ ასეთი მურდალი სისტემა იარსებებს, ნებისმიერის ბოლო გაჩერებად ციხე შეიძლება იქცეს.
****
ყველას გემახსოვრებათ, გასახდელის ჩხუბი, ჩხუბი წესების გარეშე - ჩხუბი მერაბ ჟორდანიასა და გოგა გახოკიძეს შორის (შედეგი იმ კურიოზული მიზეზისა, რომელსაც სფფ-ის პრეზიდენტის მიერ ნაკრების დროებით მწვრთნელად საკუთარი თავის დანიშვნას მოჰყვა)...
ცოტამ თუ იცის, როგორ აკავებდა „თერგდალეულების“ კვალზე დამდგარ გოგიტა გოგუას ჟორდანია, ექვსი თვე კიდევ მოითმინე და შოტლანდიური „ჰართსი“ გაგიფორმებს კონტრაქტსო...
ქართული ფეხბურთის არაერთ მოყვარულს ეხსომება ჟორდანიასეული იდეა „ოცნების დინამოს“ შესახებ - იმ ჩანაფიქრს მესაფლავედ ავსტრიული „ტიროლი“ ექცა...
მხოლოდ ვიწრო წრეს თუ ეყოლება ნანახი, რესტორანი „კრწანისის“ დარბაზში მოსიარულე, მისთვის უჩვეულოდ, თაგვისფერი მაისურასა და ჯინსის ამარა, აშკარად ნასვამი მერაბ ჟორდანია, ჟურნალისტებს რომ მოგვიყარა თავი და - ბიჭებო, არაფერია ცუდი იმაში, საქართველოს დანიისა და შვეციის დონის ჩემპიონატი და ნაკრები ჰყავდეს, დამიჭირეთ მხარი, მომკლა „ზევიდან“ სუპერფეხბურთის მოლოდინმა, სუფთა „მანია გრანდოზა“ სჭირთ, იტალიასა და ესპანეთს ითხოვენო...
აი, ასეთი ქვეყანა გვქონდა, ასეთი რიხი... სხვათა შორის, იქ დამსწრეთაგან რამდენიმემ დღესაც არ იცის, რომელი დიალექტიდან ისესხა იმ დღეს მეორედ არჩეულმა ჟორდანიამ „მანია გრანდიოზა“, მათ დღესაც მიაჩნიათ, რომ თუ „გინდა, წერო - უნდა წერო“ და რაც შეეხება კითხვას... კითხვა არ არის აუცილებელი, მხედველობისთვისაა მავნებელი...
დღეს გოგა გახოკიძეს მიაჩნია, რომ მასა და მერაბ ჟორდანიას შორის დიდებული ურთიერთობაა...
დღეს, ალბათ თავად გოგიტა გოგუას ეჩვენება სასაცილოდ ის არგუმენტი, რომლის გამოც შოტლანდიურ „ჰართსზე“ უარი თქვა - ნათესავის ვალი მაქვს 100 დოლარი და ვერ მოვიცდიო, სამაგიეროდ, არც თავად და არც მის უკან მდგომ საქმოსნებს ენა არ მოუბრუნდებათ იმის სათქმელად, რომ ჟორდანიამ რამე დააძალა, ფულის წილში ჩაუდგა ან გზა შეუკრა...
დღეს კიდევ ერთ აღმართს შეუდგა „მორიგი დინამო“, რათა ამჯერად მაინც შეესხას ფრთები იდეას „ოცნების დინამოზე“ - ის, რაც არ გამოუვიდა ჟორდანიას, არ გამოუვიდა პატარკაციშვილსაც და ეგებ, გამოუვიდეს ფიფიას...
დღეს ყველანი გავიხარებდით, ჩვენი ჩემპიონატი და ნაკრები დანია-შვეციის დონეზე რომ იყოს...
მაგრამ ასეთი ქვეყანა გვაქვს... ასეთი ხალხი ვართ... ან ყველაფერი, ან არაფერი რომ გვაწერია სულში და სხეულზე და რაკი თითქმის არასოდეს გვქონია ისეთი სისტემა, გვეშრომა ყველაფრისათვის, ყველგან და ყოველთვის გვრჩება არაფერი.
შესაბამისად, ქართული ხასიათის უპირველეს გამოვლინებად კონფორმიზმი გვექცა...
მერაბ ჟორდანიას უპირველესი ნაკლიც ეს უნდა იყოს - კონფორმიზმი და ის, რაზეც ძალიან ჭკვიანმა ვალერი ჩოლარიამ განაცხადა ერთხელ - მან არ იცის, როგორ უთხრას ადამიანებს „არა!“.
ამის გამო თუა, იგი არც არასოდეს ყოფილა და სავარაუდოდ, ვერც ვერასოდეს იქნება „ნომერ პირველი“ - ლიდერს, ჟორდანიასაგან განსხვავებით, მორიგებისა და პატიების უნარი არ გააჩნია, ლიდერის ხასიათი კონფორმიზმს გამორიცხავს და იგი დროში განწირულია, თუკი გარკვეული, კონკრეტული დროის განმავლობაში, ირგვლივ მყოფებით არ „იკვება“...
მერაბ ჟორდანიას ეს არ შეეძლო და... მე თუ მკითხავთ, სწორედ ამის გამოა დასაფასებელი.
****
დორიან გრეის მდგომარეობა ოცნების მდგომარეობაა, ნებისმიერი ჩვენთაგანის სულის კუნჭულში მიმალული იმედის სხივი - მე ხომ ვიცი, რაცა ვარ, მაგრამ ეგებ, სხვებმა მაინც დამინახონ ისეთი, როგორიც მსურს, რომ ვიყო...
დორიან გრეის პორტრეტი თეჯირს მიღმა მიდგმული ერთგვარი სანაგვეა, სადაც ვისვრით იმას, რაც სხვების თვალში დაგვამცირებდა.
ქართულად მოსაუბრე დიდოსტატმა ეს ყველაფერი გველის მიერ პერანგის მოცვლას შეადარა და ლამაზადაც, მაგრამ...
ამ შემთხვევაში მათი აზრიც და ფორმაც ერთი პიროვნების შიგნით მიმდინარე დუღილის პროცესს არ გასცდენია.
არც ოსკარ უაილდს, არც გრიგოლ რობაქიძეს არ გაუხედავთ სულისა და სხეულის მიღმა, იქ, სადაც სისტემა, ახალი აზროვნება და სინდისთან უბრად მყოფი ცხოვრების სტილი მეფობს...
იქ სადაც ვიღაცა ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაგიძახებს - ალეეე, ჰოპ!
ვიღაცა... „ნომერ პირველი“...

Go to the top of the page
zesta 2004
პოსტი Sep 12 2011, 08:29 AM · პროფილი · PM ·
პოსტი #15


იმერეთის ვარსკვლავი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,429
Current Mood:
რეგისტრ.: 1-December 08
მდებარ.: zestafoni
წევრი № 63



კოსტანტინე გოგიშვილი

იმენა ეზიზღება ზესტაფონური ფეხბურთი.
ვერ ვიტან მაგ კაცს.
წლების წინ მთავარ გაზეთ სპორტს ( ახლანდელი "ლელო" ) მარტო იმიტომ ვკითხულობდი, რომ მაგის ზიზღნარევი სტატიები წამეკითხა ქართული ფეხბურთის "ზესტაფონიზაციაზე" და მერე მეგინებინა.
მაგნაირმა ხალხმა შემაზიზღა დინამო...


--------------------
მე მიყვარს ჩემი გუნდი!!!

FC ZESTAFONI
Go to the top of the page
George:)
პოსტი Sep 12 2011, 14:26 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 22,150
Current Mood:
რეგისტრ.: 7-November 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 43



zesta 2004
ციტატა
იმენა ეზიზღება ზესტაფონური ფეხბურთი.


არ არის ეგრე....ახალკაცის დროს მართლა მარაზმი იყო ის და გასაკრიტიკებელიც იყო

ზესტაფონი 2-დან ნაკრებში ხალხის მიწვევა...ხიდეშელმა ლატვიასთან რო ითამაშა, ზესტა 2-ის წევრი იყო

გინდ ზესტაფონი იყოს, გინდ დინამო..ამას ყოველთვის გავაკრიტიკებ
Go to the top of the page
sviri2
პოსტი Sep 13 2011, 10:19 AM · პროფილი · PM ·
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,608
Current Mood:
რეგისტრ.: 11-June 09
მდებარ.: zestafoni
წევრი № 1,092



George:)
ზესტაფონზე არ მაქვს ლაპარაკი მაგრამ მიმაჩნია რომ პოპულიზმია დღეს რაც ხდება,სწორია რომ ნაკრების შენება თავიდან და ახალგაზრდებით არის დასაწყები.ლატვიას და მალტას ახლაც ვერ ვუგებთ და აზრი რა აქ ჩვენ მომავალს.მით უმეტეს როცა მასსი მარადმწვანე ,მარად პერსპექტიული და სკამის ხეხვაში ტრაკ გაცვეთილი ფეხბურთელების ასაკი 40 ზე ავა მალე.
Go to the top of the page
zesta 2004
პოსტი Sep 13 2011, 10:40 AM · პროფილი · PM ·
პოსტი #18


იმერეთის ვარსკვლავი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,429
Current Mood:
რეგისტრ.: 1-December 08
მდებარ.: zestafoni
წევრი № 63



ციტატა
მით უმეტეს როცა მასსი მარადმწვანე ,მარად პერსპექტიული და სკამის ხეხვაში ტრაკ გაცვეთილი ფეხბურთელების ასაკი 40 ზე ავა მალე.

sviri2
მართლა შუშანიკისდროინდელები არიანbiggrin.gif
ჩემი აზრით დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ და დავიწყოთ მომავალზე ზრუნვა...

Go to the top of the page

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd September 2014 - 06:04 AM