ს.კ. გორის ''დილა'' - Goli.Ge

სტუმარს სალამი ( შესვლა | რეგისტრაცია )

102 გვერდი V   1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> ს.კ. გორის ''დილა'', გამარჯვების დროა!
buxnika
პოსტი Feb 6 2012, 16:04 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,248
Current Mood:
რეგისტრ.: 23-August 10
მდებარ.: gori
წევრი № 2,514



გორის მუნიციპალიტეტის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო კლუბი გორის ”დილა”
საფეხბურთო კლუბი დილა — ქართული საფეხბურთო კლუბი, რომელიც 1949 წელს ქალაქ გორში დაარსდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1990 წლიდან გორის „დილა" ძირითადად უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა და საშუალო შედეგებს აჩვენებდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი მიღწევა იყო 2004 წელს უმაღლეს ლიგაში დაკავებული მე–6 ადგილი, რის შემდეგაც „დილამ" ინტერ-ტოტოს თასზეც ითამაშა. 2008 წელს გუნდი უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ლიგის 2008–09 წლების სეზონზე გუნდმა აღმოსავლეთ ზონაში მე–5 ადგილის დაკავება შეძლო, ფინანსური მიზეზების გამო მაინც დააქვეითეს და 2009–10 წლების სეზონი გუნდმა მეორე ლიგაში გაატარა. მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში „დილამ" პირველი ადგილი დაიკავა და 2010–11 წლების სეზონიდან პირველ ლიგაში აღზევდა. 2010–2011 წლების სეზონზე კი „დილამ" პირველ ლიგაში მე–3 ადგილი დაიკავა და ასაღზევებელ ფლეი–ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც „სამტრედია" დაამარცხა ანგარიშით 2 – 0 და სამწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა.

საქართველოს საფეხბურთო თასზე, გორის „დილას" საუკეთესო წლები 1997-98 წლებში ჰქონდა, ამ წელს გუნდი თასის ნახევარფინალში გავიდა. ასევე ნახევარფინალში იყვნენ 2003-04 წლებში, რის შედეგადაც ინტერტოტოს თასზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

გორის „დილა" თავის საშინაო მატჩებს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელსაც ამჟამად რეკონსტრუქცია უტარდება.

2009 წლის მონაცემებით, სულ გორის „დილამ", უმაღლეს ლიგაში 554 თამაში ჩაატარა, 166 მოიგო, 90 ფრე და 298 წაგება; გაიტანა 618 გოლი და 928 საკუთარ კარში მიიღო. სულ დააგროვა 588 ქულა.






სტადიონი - თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი

თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი — თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სპორტული სტადიონი გორში, საქართველო. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. არის დილა გორის საშინაო არენა. სტადიონი ძველი სტანდარტით 8,300 მაყურებელს იტევდა, თუმცა ამჟამად მიმდინარეობს სტადიონის რეკონსტრუქცია და ინდივიდუალური სკამების მონტაჟი, რის შედეგადაც ტევადობა დაახლოვებით 5,000 მაყურებლამდე შემცირდება, მაგრამ სტადიონზე მისვლა და გულშემატკივრობა გაცილებით კომფორტული გახდება.



მთავარი მწვრთნელი - თემურ მახარაძე
მწვრთნელი - იური გაბისკირია
მწვრთნელი -შოთა მახარაძე
მწვრთნელი -გიორგი ბალაშვილი
მეკარეების მწვრთნელი -რამაზ სოლოღაშვილი


მეკარეები:
1.სკენდერი
2.შეყრილაძე
3.კეჩხუაშვილი
მცველები:
4.სალუქვაძე
5.თოთაძე
6.ალადაშვილი
7.მეგრელიშვილი
8.ინწკირველი
9.ქარქუზაშვილი
10.ახვლედიანი
11.ბეჭვაია
12.ხორგუაშვილი
13.ლომიძე
14.კაშია
15.მდივნიშვილი
ნახევარმცველები:
16.არზიანი
17.კანდელაკი
18.ლექვთაძე
19.კახელიშვილი
20.ხოჯავა
21.სადაღაშვილი
22.ხორგუაშვილი
23.ჯოჯუა
24.ახალკაცი
25.ნოზაძე
26.გურული
27.ილურიძე
თავდამსხმელები:
28.ჩაგელიშვილი
29.ბარაბაძე
30.ვაწაძე
31.ხუბუა
32.გოგინაშვილი

ქომაგთა კლუბი
გორის მუნიციპალიტეტის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო კლუბ გორის ”დილას” ოფიციალური ქომაგთა კლუბი ''ლომკაცები'' დაარსდა 2011 წლის ზაფხულში, უფრო ზუსტად 14 აგვისტოს.მაშინ ახალგაზრდა გულშემატკივართა ჯგუფი ერთად შეიკრიბა და გადაწყვიტეს თავისი საყვარელი გუნდისთვის ერთად, ორგანიზებულად ექომაგათ.

''ლომკაცების'' რაოდენობა თანდათან იზრდება და საგულშემატკივრო კულტურაც იხვეწება.ამ ადამიანების უმთავრესი მიზანი მთელი სტადიონის აყოლიება და გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანაა.ისინი ყოველთვის და ყველგან მხარში უდგანან თავის საყვარელ გუნდს.

ქომაგთა კლუბის სახელი სიმბოლურია.გორის ერთ ძველ უბანში, ლომის და კაცის ძეგლი მუდმივად კლუბის განუყრელი ნაწილი იყო.წლების მანძილზე ეს სიმბოლო გუნდის ლოგოებს ამშვენებდა.სწორედ ამიტომ დაირქვეს ამ ადამიანებმა სახელად ''ლომკაცები''.

ფან-კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც უყვარს თავისი გუნდი და უნდა რომ მას 90 წუთი გაუჩერებლად უგულშემატკივოს.''ლომკაცების'' წევრები უზრუნველყოფილი იქნებიან მატჩზე დასასწრები ბილეთებით, საშინაო თუ გასვლით მატჩებში. ასევე საგულშემატკივრო ატრიბუტიკით.შეეძლებათ იარონ გუნდის ყველა თამაშზე უფასოდ.

გაწევრიანების მსურველები დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: lomkatsebi@gmail.com



Like Us On Facebook smile.gif

გამარჯვების დროა!


--------------------
Go to the top of the page
Kotola1
პოსტი Feb 6 2012, 16:05 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #2


ქოთოლა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
Current Mood:
რეგისტრ.: 18-June 11
მდებარ.: Gori/Tbilisi
წევრი № 3,809



ვაა, აბა კეთილი იყოს ჩემი ფეხი ახალ თემაში smile.gif


--------------------
Go to the top of the page
G.K
პოსტი Feb 6 2012, 16:11 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 14,156
Current Mood:
რეგისტრ.: 13-July 09
წევრი № 1,171



წარმატებები ! საღოლ კაი თემა ! ! !

buxnika
მართლა ხუბუა,,, დაიმტეთ,,, 93 იანი რო იყო,,, ხო იცი რომელზეც გეუბნბეი ?
Go to the top of the page
Торпедо
პოსტი Feb 6 2012, 16:42 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,750
Current Mood:
რეგისტრ.: 22-July 11
წევრი № 3,885



წარმატებები ბევრი თემები მენახოს ახალი გახსნილი და წარმატებები kiss.gif
Go to the top of the page
rizespor
პოსტი Feb 6 2012, 16:47 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #5


C.Rizespor super lig,de geldy
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,546
Current Mood:
რეგისტრ.: 19-April 10
მდებარ.: kutaisi
წევრი № 2,175



ქუთაიში გადაღებული ხოა ის p.gif


--------------------
დედას მოგიტყნავთ
Go to the top of the page
g@mer
პოსტი Feb 6 2012, 17:07 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 804
Current Mood:
რეგისტრ.: 9-May 11
წევრი № 3,455



გილოცავთ ახალ თემას წარმატებები... smile.gif smile.gif


--------------------
ტორპედო წინ......
Go to the top of the page
GuGa
პოსტი Feb 6 2012, 17:08 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #7


დინამო თბილისი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,001
Current Mood:
რეგისტრ.: 10-July 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 1,163



ახალ თემას ახალი ლოგო მოუხდებოდაsmile.gif
Go to the top of the page
Торпедо
პოსტი Feb 6 2012, 17:13 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,750
Current Mood:
რეგისტრ.: 22-July 11
წევრი № 3,885



ციტატა
ქუთაიში გადაღებული ხოა ის

ქუთაისის გარეშე ან ქუთაისელის გარეშე წარმოუდგენელია რამე kiss.gif
Go to the top of the page
GuGa
პოსტი Feb 6 2012, 17:14 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #9


დინამო თბილისი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,001
Current Mood:
რეგისტრ.: 10-July 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 1,163



ჩემი რჩეული შემადგენლობაsmile.gif

1.სკენდერი
2.შეყრილაძე
3.სალუქვაძე
4.თოთაძე
5.ალადაშვილი
6.ბეჭვაია
7.ხორგუაშვილი
8.კაშია
9.არზიანი
10.კანდელაკი
11.ლექვთაძე
12.კახელიშვილი
13.ხოჯავა
14.ხორგუაშვილი
15.ახალკაცი
16.ნოზაძე
17.გურული
18.ილურიძე
19.ბარაბაძე
20.ვაწაძე

ჩემი რჩეული 20-ეულია ეს და ამათ კიდევ ალბათ 5 კაცი რომ დაემატოს საკმარისი იქნებაsmile.gif
Go to the top of the page
Kotola1
პოსტი Feb 6 2012, 17:51 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #10


ქოთოლა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
Current Mood:
რეგისტრ.: 18-June 11
მდებარ.: Gori/Tbilisi
წევრი № 3,809



ახალი ლოგოც მალე იქნება და ავატარის შეცვლა მომიწევს smile.gif
Go to the top of the page
mate17
პოსტი Feb 6 2012, 18:04 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #11


fczsetafoni ყველაზე მაგარი გუნ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,102
Current Mood:
რეგისტრ.: 17-November 08
მდებარ.: zestafoni
წევრი № 55



ციტატა(buxnika @ Feb 6 2012, 16:04 PM) *
გორის მუნიციპალიტეტის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო კლუბი გორის ”დილა”


ეს რა უბედურებაა გამარკვევს ვინმე?
Go to the top of the page
Kotola1
პოსტი Feb 6 2012, 18:09 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #12


ქოთოლა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
Current Mood:
რეგისტრ.: 18-June 11
მდებარ.: Gori/Tbilisi
წევრი № 3,809



mate17
ეგ არის გორის დილას გვარი, სახელი და მამის სახელი smile.gif
Go to the top of the page
mate17
პოსტი Feb 6 2012, 18:11 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #13


fczsetafoni ყველაზე მაგარი გუნ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,102
Current Mood:
რეგისტრ.: 17-November 08
მდებარ.: zestafoni
წევრი № 55



ციტატა(Kotola1 @ Feb 6 2012, 18:09 PM) *
mate17
ეგ არის გორის დილას გვარი, სახელი და მამის სახელი smile.gif

facepalm.gif facepalm.gif
მალადეც ძმაო თქვენ biggrin.gif
მაგხელა რაღაც პირველად გავიგე biggrin.gif
Go to the top of the page
Kotola1
პოსტი Feb 6 2012, 18:12 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #14


ქოთოლა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
Current Mood:
რეგისტრ.: 18-June 11
მდებარ.: Gori/Tbilisi
წევრი № 3,809



mate17
რა ჩვენი ბრალია, ეგ ოფიციალური სახელია თორე ვინ ეძახის ეგრე smile.gif))))))))))))))
Go to the top of the page
Dima Zestafan
პოსტი Feb 6 2012, 18:15 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #15


ადმინ,შენი დადე ❤
***

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 28,122
Current Mood:
რეგისტრ.: 16-May 09
მდებარ.: The ZessT:-*
წევრი № 979



ლოგო მალე იქნება .

ანუ როდის?


--------------------
ისწავლე ოცნება !

Go to the top of the page
Dinamo10
პოსტი Feb 6 2012, 18:18 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #16


Ch
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 13,604
Current Mood:
რეგისტრ.: 23-December 09
მდებარ.: TBiliSi
წევრი № 1,830



GuGa

მეც გეთანხმები ოღონდ კანდელაკი არ უნდა შEვიყვანოთ წესით მაგ 20 კაცში და მის მაგივრად ჩაგელიშილი smile.gif


--------------------
Dinamo10
Go to the top of the page
F.C.Torpedo Kutaisi
პოსტი Feb 6 2012, 18:41 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 635
Current Mood:
რეგისტრ.: 26-December 11
მდებარ.: kutaisi
წევრი № 4,202



გილოცავთ ახალ თემას.წელს ვერა და მომავალ წელს ევროპაზე გასულიყავით.


--------------------
F.C.TORPEDO KUTAISI IS KUTAISI
Go to the top of the page
buxnika
პოსტი Feb 6 2012, 20:12 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,248
Current Mood:
რეგისტრ.: 23-August 10
მდებარ.: gori
წევრი № 2,514



ციტატა
ანუ როდის?

ლოგო არჩეულია მარა როდის წარადგენენ ზუსტ თარიღს არავინ გვეუბნევა. გუნდი რომ ჩამოვა სავარაუდოდ იქნება ფეხბურთელების წარდგენა და ალბათ ყველაფერი მაშინ გახდება ცნობილი...
Go to the top of the page
mate17
პოსტი Feb 6 2012, 20:25 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #19


fczsetafoni ყველაზე მაგარი გუნ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,102
Current Mood:
რეგისტრ.: 17-November 08
მდებარ.: zestafoni
წევრი № 55



ციტატა(Kotola1 @ Feb 6 2012, 18:12 PM) *
mate17
რა ჩვენი ბრალია, ეგ ოფიციალური სახელია თორე ვინ ეძახის ეგრე smile.gif))))))))))))))

ეგეთი ოფიციაური სახელი პირველად გავიგე
სტადიონს შეიძლება ერქვას ეგრე მარა ფეხბურთის გუნდს?
Go to the top of the page
megi
პოსტი Feb 6 2012, 21:26 PM · პროფილი · PM ·
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,518
Current Mood:
რეგისტრ.: 3-May 11
წევრი № 3,423



გილოცავთ ახალ თემას smile.gif
Go to the top of the page

102 გვერდი V   1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2014 - 05:51 AM