დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ს.კ. ქუთაისის "ტორპედო"
Goli.Ge > ქართული ფეხბურთი > ეროვნული ჩემპიონატი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41
დანელია
საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" ქუთაისი





სადაც ფეხბურთი დღესასწაულია

“ტორპედო ქუთაისი” 1946 წელს ჩამოყალიბდა და უკვე 1949 წელს საქართველოს იმჟამინდელი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ტორპედოელთა ასპარეზობაზე ცნობილი მიმომხილვევლი ო.სერგეევი წერდა: "რომ არსებობდეს პრიზი ჩემპიონატის ყველაზე უფრო სენსაციური შედეგისთვის, მას უსათუოდ დაიმსახურებდნენ ქუთაისელი ფეხბურთელები.”

1964 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა უძლიერეს ფეხბურთელთა სია, სადაც ქუთაისის “ტორპედოდან” ხუთი ფეხბურთელი მოხვდა: რევაზ ურუშაძე, ი.ლოსაბერიძე, ს.კუტივაძე, ჯ.ხერხაძე და ვ.ჩხარტიშვილი. ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში არაერთხელ იყვნენ დასახელებული სხვადასხვა თაობის ტორპედოელები: გ.ცხოვრებოვი, რ.ძოძუაშვილი, ჯ.ხერხაძე, ს.კუტივაძე, გ.ნოდია, თ.სულაქველიძე, თ. კოსტავა და სხვები. ხოლო რამაზ შენგელია ორჯერ სსრკს ნომერ-1 ფეხბურთელად იქნა აღიარებული.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ "ტორპედო" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული გუნდი გახდა. სწორედ მან შეძლო 1999 წელს ”დინამოს” დამარცხება და 1999-2001 ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, რაც იმჟამინდელი მწვრთნელის დავით ყიფიანის დამსახურება იყო. "ტორპედომ" ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი.

ტიტულები

საქართველოს ჩემპიონი: 2000, 2001, 2002 ვერცხლის პრიზიორი: 1999, 2003, 2005 ბრინჯაოს პრიზიორი: 1991, 1994

საქართველოს თასი
ჩემპიონი: 1999, 2001 ფინალისტი: 2000, 2002, 2004, 2011

მნიშვნელოვანი ფაქტები
რეკორდული მოგება: 8-0 (20.02. 99 -გორდა, თასი);

რეკორდული წაგება: 2-7 (06-12-94 - კოლხეთი 1913), 0-5 (05.08 96 - ოდიში);

ყველაზე მეტი მატჩი A ლიგაში: კახა კვეტენაძე -206;

ყველაზე მეტი გოლი A ლიგაში: დავით ჯანაშია -85;


დანელია
ლოგო



ფორმები

საშინაო



საგარეო




შტაბი:

პრეზიდენტი- ლევან ფხაკაძე.

აღმასრულებელი დირექტორი- გიორგი პაპიაშვილი.

პრესატაშე- რამაზ ჩხიკვაძე.

სელექციონერი- დავით ყენია.

ადმინისტრატორი- მიხეილ იოსელიანი.

ექიმი- დავით მურღულია.

მასაჟისტი- თამაზ როინიშვილი.
დანელია
ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელები

მეკარეები:

1. მაქსიმე ქვილითაია.

12. ომარ მიგინეიშვილი.

მცველები:


3. რევაზ ქემოკლიძე.

4. თემურ ფარულავა.

5. სევასტი თოდუა. კაპ.

6. გიორგი გურული.

7. თენგიზ ჩიკვილაძე.

14. მიხეილ ჩხარტიშვილი.

27. ვაჟა ტაბატაძე.

15. ნუკრი მანჩხავა.


ნახევარმცველები:

11. გიორგი სეთურიძე.

18. დავით დიღმელაშვილი.

22. გრიგოლ დოლიძე.

21. დავით ბოლქვაძე.

20. გივი იოსელიანი.

26. გიორგი დათუნაიშვილი.

9. თორნიკე თარხნიშვილი.

2. დავით კირკიტაძე.




თავდამსხმელები:

10. გიორგი მეგრელაძე.

8. ნიკოლოზ საბანაძე.

30. რევაზ გოცირიძე.

19. ვახტანგ კვარაცხელია.


დანელია
მწვრთნელები:

მთავარი მწვრთნელი - გიორგი კიკნაძე


Date of birth- 26 April 1976

Place of birth- Tbilisi, Georgian SSR.

სამწვრთნელო კარიერა: 2006–2007 Olimpi Rustavi, 2007 torpedo kutaisi, 2007–Lokomotivi Tbilisi.




მეორე მწვრთნელი - ზაზა ზამთარაძე




გუნდის უფროსი - ვახტანგ კეკუა

მეკარეების მწვრთნელი - დავით გვარამაძე


ტორპედოს შემადგენლობაში ლისაბონის ბენფიკას დუბლებიდან დაბრუნდა ამ გუნდის აღზრდილი ბაქარ მირცხულავა, გულშემატკივრები წარმატებას ვუსურვებთ ამ ბიჭს ტორპედოსთან ერთდ !


დანელია
ბაზა

‘ტორპედო ქუთაისის’ სპორტული ბაზა პროფესიონალ ფეხბურთელებს ვარჯიშისა და დასვენებისთვის საჭირო თანამედროვე
სტანდარტების ინფრასტრუქტურასა და პირობებს სთავაზობს.
ბაზა მოიცავს ხელოვნურსაფარიან მოედანს (105 X65 მ.), ბუნებრივსაფარიან მოედანს (105 X 65 მ.)
და სპორტულ კომპლექსს, სადაც განთავსებულია სასტუმრო 80 პერსონაზე, სატრენაჟორო დარბაზი, საუნა, სასადილო, საშხაპეები, გასახდელები და სავარჯიშო ტექნიკური საშუალებები.



"ტორპედო ქუთაისის" ევროპული სტანდარტების შესაბამისად აგებული კომპლექსი"ლაგუნა” გთავაზობთ ყველა იმ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურასა და ტექნიკურ საშუალებებს, განტვირთვისა და დასვენების პირობებსა და მომსახურებას, რომელიც საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესის მიყოლასა და სრული კომფორტის შეგრძნებისათვის.

"ტორპედო ქუთაისის" სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია ექვსი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ჩოგბურთის სათამაშო მოედანი.
ჩოგბურთის კორტების კომპლექსი ასევე მოიცავს სასტუმროს 20 პერსონაზე, გასახდელებს, საშხაპეებს და ადმინისტრაციულ კორპუსს.
თანამედროვე სტანდარტებით აგებული ტენისის მოედნების ღამის განათება, ტრიბუნები 400 კაცზე და სადრენაჟო სისტება თამაშების ნებისმიერ დროს ნებისმიერ ამინდში გამართვის საშუალებას იძლევა.


სპორტული კომპლექსი ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისათვის
"ტორპედო ქუთაისის" სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე სხვა სპორტულ კომპლექსებთან ერთად იქმნება სავარჯიშო კომპლექსი ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისათვის.
სპორტულ კომპლექსზე განთავსდება ორი ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო მოედანი, ადმინისტრაციული კორპუსი მწრთვნელების ოთახებით, საშხაპეებითა და გასახდელებით.
‘ვისოლ ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, საფეხბურთო კლუბ ‘ტორპედო ქუთაისის’ გაძლიერებასთან ერთად, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაა. ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტადიონზე კიდევ არაერთი ცნობილი ფეხბურთელი გაიზრდება” - აცხადებს ვისოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ტორპედო ქუთაისის კლუბის პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე.





ვისოლი ჯგუფი

ბრენდი კონკურენტული უპირატესობებით ვისოლის მაღალი კლასისა და დიზაინის ავტოგასამართი სადგურების ქსელი გთავაზობთ დასავლეთ ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილ უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტებსა და მომსახურებას. ვისოლს საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი და გაზგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. დღესდღეობით კომპანია 85 ავტოგასამართ სადგურს ფლობს.
ვისოლი უმაღლესი ხარისხის, უახლესი ევრო 5 სტანდარტის იტალიური საწვავის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში, კომპანია 2007 წლის 10 სექტემბრიდან ახორციელებს API-ს იტალიური საწვავის იმპორტს Falconara Marittima - ქარხნიდან.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ვისოლმა სიდიდით მსოფლიოს მე-4 ნავთობკომპანიასთან ტოტალთან ექსკლუზიური გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა და ტოტალის საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი გახდა საქართველოში.
2007 წლის სექტემბრიდან ვისოლი მომხმარებელს შეკუმშულ ბუნებრივ გაზს სთავაზობს და ერთადერთი ნავთობკომპანიაა, რომელმაც ინტეგრირებული ავტოგასამართი სადგურები დანერგა საქართველოში. ვისოლის პროდუქტებს შორისაა ასევე შეკუმშული ბუნებრივი გაზი, საზღვაო საწვავი და ავია საწვავი.

ვისოლი ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში. 2001 წელს ვისოლი იყო პირველი ნავთობკომპანია, რომელმაც საქართველოს ბაზარზე ინოვაციური პროდუქტი, კორპორატიული ჩიპური ბარათი დანერგა და 2009 წლის მაისიდან კორპორატიულ მომხმარებელს უკვე ავტოპარკის მართვის უნიკალური GoLive სატელიტურ სისტემას სთავაზობს. 2007 წლიდან კომპანია ლოიალურ ფიზიკურ მომხმარებელსაც სთავაზობს ფასდაკლების ბარათს - «პირველ ბარათს».

ვისოლი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოს ნავთობსექტორში.





სტადიონი

ქუთაისის ცენტრალური სტადიონი 1949-56 წლებში აშენდა მაშინდელი ახალი ქუთაისის ტერიტორიაზე. პირველად რეკონსტრუქცია 1998 წელს ჩაუტარდა, ხოლო 2010 წელს უეფას სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და მზადაა საერთაშორისო რანგის თამაშებს უმასპინძლოს.

სტადიონის მთავარი სპორტული არენა მოიცავს საფეხბურთო მოედანს (105X75 მ), 400-მეტრიან სარბენ წრეს და ხტომისა და ტყორცნის სექტორებს. საერთაშორისო სტანდარტის ტაბლო და განათების სისტემა, ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები და პრეს–ზონა უმაღლესი კლასის თამაშებისათვის საჭირო პირობებს ქმნის.

ქუთაისის ცენტრალური სტადიონი 12 ათას მაყურებელს იტევს და არასოდეს აკლია "ტორპედო" ქუთაისის გულშემატკივარი ქალაქში, სადაც ფეხბურთი დღესასწაულია..




Givi Kiladze Torpedo Stadium- kutaisi, Georgia.

ტევადობა: 12 000

Field 105X75

1 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდელების ნაკრები მის მეტოქე ესპანელ თანატოლებს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლებს, შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება



vs



ლუის მილას გაწვრთნილ ესპანელთა ახალგაზრდულ ნაკრებში არაერთი მსოფლიოში სახელგანთქმული მოთამაშე შედის, მათ შორის: ალვარო დომინგესი(“ატლეტიკო” მადრიდი), დევიდ დე ხეა(მანჩესტერ “იუნაიტედი”), ტიაგო ალკანტარა(“ბარსელონა”), ბოიან კრკიჩი(“რომა”).








საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ღირსებას დაიცავენ ქუთაისის ტორპედოს ნახევამცველები თორნიკე თარხნიშვილი და გივი იოსელიანი.

პ.ს. წარმატებები ჩვენს ბიჭებს და გელოდებით ქუთაისში ! kiss.gif
დანელია
ქუთაისი


ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. მოსახლეობა 192.500 ათასი (2010 წ.). ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები, თეატრები, გალერეები. ქუთაისი განათლების ერთ–ერთი ცენტრია საქართველოში, ქალაქში მდებარეობს 35 ბაგა–ბაღი, 46 საჯარო და 20 კერძო სკოლა, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი «ქუთაისი», თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი—ქუთაისის ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქ. ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტი, ქ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ,,ლამპარი” , ქ. ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტი ,,კოლხა” , ქ. ქუთაისის საერო ინსტიტუტი «გელათი», ქ. ქუთაისის საინჟინრო ინსტიტუტი , ქუთაისის კვებისა და ფარმაცევტული მრეწველობის ინსტიტუტი , ქალაქ ქუთაისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ბორის ონიანის სახელობის ჰუმანიტარული და სამართლის საერო ინსტიტუტი , საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სახელობის მრავალპროფილიანი ინსტიტუტი, ქ. ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტი.

ისტორია

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. არქეოლოგიური მონაცემებით, დღევანდელი ქუთაისის ტერიტორია და შემოგარენი უკვე ასი ათასი წლის წინ იყო დასახლებული. ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე ძვ. წ. VIII-VII საუკუნის ვრცელი დასახლების კვალია შემორჩა. ქალაქის განვითარება შემდგომში ამ ადგილს უკავშირდება.

ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია ქუთაისს ე.წ. „მინოსის ხანას“ (ძვ. წ. XVII-XV სს) მიაკუთვნებს. მინოსი, ხელმწიფე კრეტაზე, და აიეტი ძველ ბერძნებს თანადროულ, მოკავშირე და დამოყვრებულ (სიძე-ცოლის ძმა) მეფეებად მიაჩნდათ. ანტიკური დროიდან და შემდგომ ფეოდალურ ხანაშიც ქუთაისი ინტენსიურად ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი, ეგრისი, ლაზეთი, აფხაზეთი) პირველი ქალაქის მდგომარეობას.

ქალაქი უცხოელი სტუმრისთვის უჩვეულო შთაბეჭდილებას ტოვებდა. პატარა, ორსართულიანი სახლები ერთი მხრივ ევროპულს ჰგავდა, მეორე მხრივ კი აივნები და ბაღები ადგილობრივი ორნამენტებით იყო მორთული. პირველ სართულად თითქმის მთელ ქალაქს დარაბების რიგი მისდევდა, სადაც მაღაზიები და საწარმოები იყო მოთავსებული.

ქალაქში გამორჩეულად დიდი ზომის მხოლოდ სასწავლებლები იყო. ქუთაისი მთელი დასავლეთ საქართველოს საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა და აქ ჩამოდიოდა მთელი რეგიონის ახალგაზრდობა. XX საუკუნის დასაწყისში აქ 24 სხვადასხვა სახის სასწავლებელი არსებობდა. კლასიკური, სათავადაზნაური, წმინდა ნინოსა და რეალური სასწავლებლის გვერდით არსებობდა მრავალი კერძო სკოლაც. მოქმედებდა სასულიერო სემინარია, კათოლიკური და სომხური სამრევლო სკოლები. თუმცა სკოლების უმრავლესობაში ქართული ენა იკრძალებოდა.

ადრეული სახელები: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი.

მოსახლეობა: 192.500 კაცი (2010)

სიმჭიდროვე: 2.750,1 კაცი/კმ²


დანელია
ქუთაისელები გულშემატკივრობის ახალ ეტაპზე გადავდივართ და ამისთვის თითოელი ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრის გვერდში დგომაა საჭირო, წარმატებები ამ საქმეში ჩართულ ხალხს და თითოეულ მომავალ ფანკლუბელს !

ს.კ. ტორპედო ქუთაისის ქომაგთა კლუბი




საფეხბურთო კლუბ "ტორპედო" ქუთაისის ქომაგთა კლუბი ოფიციალურად დაარსდა 2011 წელს.
ა.ა.ი.პ არასამთავრობო, არაკომერციული იურიდიული პირი ს.კ ,,ტორპედო ქუთაისი"_ს ,,ქომაგთა კლუბი".

ქომაგთა კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს 16 წლის ასაკიდან.
გაწევრიანება ხდება შემდეგნაირად: თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ამ ანგარიშის ნომერზე GE 36 TB70 6443 6080 1000 09 შეიტანთ 10 ლარს. შემდეგ გადახდის ქვიტარს მოიტანთ ოფისში, რომელიც მდებარეობს ტორპედოს სტადიონის შენობაში, შეავსებთ ბლანკს და გადმოგეცემათ ქომაგთა კლუბის წევრობის ბარათი.

ქომაგთა კლუბის თავმჯდომარეები არიან: ნიკა არაბიძე და მირიან ხერხაძე.
ქომაგთა კლუბის გამგეობის წევრები არიან: ლაშა შალამბერიძე, ონისე ტყეშელიაძე, აკაკი კაკუშაძე, შოთა ჩხაბერიძე, ოთარ სიმსივე.






ის ჩვენს გვერდითაა, მოდი შენც ! smile.gif

პ.ს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ თემაში და ფანკლუბზე ვისაუბროთ იქ..


http://goli.ge/forum/index.php?showtopic=1066







ჩვენ ერთადერთნი ვართ !
დანელია
ჰიმნი



წინა თემები:
პირველი ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=76
მეორე ნაწილი : http://goli.ge/forum/index.php?showtopic=389&st=0
მესამე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=389&st=0
მეოთხე ნაწილი : http://goli.ge/forum/index.php?showtopic=695
მეხუთე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=724
მეექვსე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=746
მეშვიდე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=760
მერვე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=782
მეცხრე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=792&hl=
მეათე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=827&hl=
მეთერთმეტე ნაწილი http://goli.ge/forum/index.php?showtopic=855
მეთორმეტე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=8...&start=1980
მეცამეტე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=906
მეთოთხმეტე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=917
მეთუთხმეტე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=935
მეთექვსმეტე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=957
მეჩვიდმეტე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=977
მეთვრამეტე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=997
მეცხრამეტე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=1019
მეოცე ნაწილიი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=1063


საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი

http://www.fctorpedo.ge/

ტოპ მპოსტავები

machaladze 214
torpedostvis 115
tornike16 109
chichka-torpedo 95
torpedos fani 86
Qutaturi 81
Moige.In 79
BABU 79
George:) 70
ucha bayerni 66
trumania 63
lasha555 62
msbeka41 50
shota-kochia 48
magda 46

შემოგვიერთდით ფეისბუქზე ტორპედოს ოფიციალურ გვერდზე


http://www.facebook.com/pages/%E1%83%A1%E1...229863040388801

დანელია
ჩემი და მოდერების თხოვნა იქნება ნაკლებად გავაოფოთ ამ თემაში და როგორც ქუთაისის ტორპედოს და ქუთაისს შეეფერება ისეთივე პოსტები იყოს ყველა !


მადლობა წინასწარ !





პ.ს. ქუთაისელი გულშემატკივრები წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს ასევე ქართულ კლუბებს ზესტაფონს და დინამოს ევროთასებზე !
Snookera
მოგებებზე გვეწეროს სულ smile.gif
Danelia
კარგი გამოგივიდა სგ დანე smile.gif
George:)
ახლოვდება მარტვილთან მატჩი

იმედია, ბოლოს და ბოლოს ვიხილავთ იმ ფეხბურთს, რასაც მეორე სეზონია უკვე ველით
Торпедо
Danelia
kiss.gif kiss.gifსაღოლ დანელ აი ამიტომაც მომწონს შენი გაკეთებული თემა ახალ და საინტერესოს წერ

აბა წარმატებები მოეტანოს ტორპედოს წინ დიდი გამარჯვებებისკენ
gigaa
წარმატებები ახალ თემაში და წაგება არ დამანახოთ
msbeka41
კაი თემაა წინ ტორპედოოოოო
აუ ყვითელი ფორმა მაგრად დამევასა მემგონი ჯობდა ეგ საშინაო ყოფილიყო
რაც შეეხება ახალგაზრდულის ქუთაისში ჩატარებას ძალიან კარგია და ეგრეც უნდა ყოფილიყო არამარტო ახალგაზრდული არამედ ეროვნული ნაკრებიც. საქართველო მარტო თბილისი არაა და სულ ჩვენ არ უნდა ვიაროთ ზოგჯერ ისინიც თუ ჩამოვილან არაუშავს.
სამწუხარო ისაა რომ მოედნების არქონის გამო გადაწყდა ქუთაისში ჩატარება და ეს შეგნებულად არ მოსვლია ფედერაციას sad.gif
Торпедо
ციტატა
სამწუხარო ისაა რომ მოედნების არქონის გამო გადაწყდა ქუთაისში ჩატარება და ეს შეგნებულად არ მოსვლია ფედერაციას

შეგნებულად მის მერე მოუვა როცა აქ 1ში საფეღბურთო ბუმი იქნება და სრული ანშლაგი მერე დარწმუნებულები იყავით რომ იფიქრებენ თანაც ბევრს )))
sokrate torpedo2008
აქ მშვიდობა გილოცავთ ყველას ახალ თემას სულ მოგებები ამ თემაში წინ გამარჯვებების კენ
trumania
Danelia
ჯიგარი ხარ შენ სულ მაგარ თემებს აკეთებ. :*

ამ თემაში სულ მოგებები გვეწეროს და კაი ამბები გვეწეროს სულ.

tornike16
კაი თემაა საღოლ ძმაო.

მოგებების გარდა არაფერი დაიწეროს ამ თემაში!
supertorpedo
ძაან ლამაზია ტორპედოს ახალი საშინაო ფორმა.კარგია,რომ ეს ფორმა ძირითადი გახდა. kiss.gif
კოხრეიძე
სგ კარგი თემაა
mishka22
როგორც იქნა განხორციელდა ყველაზე სერიოზული ტრანსფერი. მშვენიერია მირცხულავა.
davita8008
ციტატა(mishka22 @ Aug 25 2011, 20:15 PM) *
როგორც იქნა განხორციელდა ყველაზე სერიოზული ტრანსფერი. მშვენიერია მირცხულავა.

სხვას ხომ არ იმატებენ თუ იცით სანამ დაიხურებოდეს სატრანსფერო ბაზარი
Торпедо
ციტატა
სხვას ხომ არ იმატებენ თუ იცით სანამ დაიხურებოდეს სატრანსფერო ბაზარი

no.gif no.gif no.gif no.gif
gigaa
ციტატა(davita8008 @ Aug 25 2011, 21:56 PM) *
სხვას ხომ არ იმატებენ თუ იცით სანამ დაიხურებოდეს სატრანსფერო ბაზარი




არ დაიმატებენ და ნახავთ აგერ რა სიტუაცია იქნება, ნახავთ პროსტა
trumania
ასათიანმა საერთოდ არ მინდა საქართველოს ჩემპიონატში თამაშიო და ბაიანო წავიდა ისრაელში და სხვა კანდიდატურა ჯერჯერობით არ იყო და პრინციპში მწვრთნელი არ ითხოვს თორე ვიყიდდით ვინმეს. გულს ნუ გაიტეხთ თუ ვერ გაქაჩავს ეს მწვრთნელები იანვრიდან სხვა გუნდი გვეყოლება სხვა მწვრთნელით და თუ გაქაჩავენ ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ smile.gif
Торпедо
ციტატა
ასათიანმა საერთოდ არ მინდა საქართველოს ჩემპიონატში თამაშიო და ბაიანო წავიდა ისრაელში და სხვა კანდიდატურა ჯერჯერობით არ იყო და პრინციპში მწვრთნელი არ ითხოვს თორე ვიყიდდით ვინმეს. გულს ნუ გაიტეხთ თუ ვერ გაქაჩავს ეს მწვრთნელები იანვრიდან სხვა გუნდი გვეყოლება სხვა მწვრთნელით და თუ გაქაჩავენ ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ smile.gif

იმედია მარა რატომ უნდა გვჭირდებოდეს ეგრე ყოველ 6 თვეში ახალი ტრეინერი რუსთავივით sad.gif(((
took13
ბიჭებო ციკინას ტრამვა რამდენად სერიოზულია იცით ???

მირცხულავამ გაააფორმა უკვე კონტრაქტი ????

კემუხტაშვული დაბრუნდა ბოლობოლო ???

გიგარი სად არი ვაბშე ??? როგორც ვიცი ვიძევში ვერ დარჩა
George:)
ციტატა
მირცხულავამ გაააფორმა უკვე კონტრაქტი ????


ეგ მეც მაინტერესებს
rizespor
George:)
არა არ გაუფორმებია ჯერ და იმიტო არ ათამაშეს დინამოსთან.

სუ მალე გააფორმებს 4 5 წლიანს
gigaa
[quote

სუ მალე გააფორმებს 4 5 წლიანს
[/quote]


ვა კაია, კაი იგროკი იქნება საქართველოს პირობებზე
George:)
ტორპედოს საიტზე არასწორად წერია..კაპანაძემ სეზონის პირველი გოლი გაიტანაო (ზესტას გაუტანა პირველ ტურშI პირველი გოლი..თვითონვე უწერიათ ტორპედო-ზესტას მიმოხილვაში)


ანუ, ენდი კოულის მე-2 გოლია ეს..იორკს 1 აქ ჯერ-ჯერობით
took13
ხო მეორე გოლია )) ჩინჩალაძეს და კაპანაძეს ვველოდები უახლოეს 2 წელიწადში დიდ გუნდში )) მეგრელაძე გოციტიძის ნაცვლააად ))
gio-torpedo
ჩიკვილაძე მარცხენა მცველადაა buddies.gif
გიორგი
მერანმა გაიტანა facepalm.gif დაენძრა კიკნაძეს
gio-torpedo
მდაააააა facepalm.gif
qwerty
გაიტანეთ ქუთაისიდან გრენლანდია და დაუბრუნეთ ქალაქს ფეხბურთი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ინამუსეთ და წადით ტორპედოდან ყველამ ვინც გასართობად ხართ ჩამოსული!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
qwerty
ყველა, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ვინც პასუხს აგებდა გუნდის მომზადებაზე სეზონისთვის გუნდიდან უნდა წავიდეს!
ვისოლმა ბოდიში უნდა მოუხადოს ქუთაისის გულშემატკივრობას საკუთარი ქრონიკული უვიცი საკადრო გადაწყვეტილებების გამო!
qwerty
გაბელია ტორპედოში!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გიორგი
გეგუჩას მიიყვანენ ტორპედოში
JARO
ციტატა
ვისოლმა ბოდიში უნდა მოუხადოს ქუთაისის გულშემატკივრობას საკუთარი ქრონიკული უვიცი საკადრო გადაწყვეტილებების გამო!


რომ არა ვისოლი, ეხლაც პირველ ლიგაში იქნებოდა ტორპედო და ჭაობში ითამაშებდა ხოლმე. ამის არ დანახვა არ შეიძლება. რაც შეეხება კიკნაძეს, ჩემის აზრით 2 თამაშში მწვრთნელის შეფასება ცოტა არასწორია.
qwerty
როცა "ბარანები" ვნახე დახატული გუნდის გერბზე ერთი წლის უკან ჩავთვალე, რომ ეს მხატვრის უხეში შეცდომა იყო და უბრალოდ ვისოლმა ვერ გაიაზრა ბოლომდე ასეთი სიმბოლიკის მიუღებლობა!
ახლა რაც ხდება იმის ფონზე ნათელია, რომ "ბარანობა" ამათი მოწოდებაა!
მაგრამ სად ქუთაისი და სად "ბარანები"!?
merabi
ეეეეეეეეეეჰჰჰჰჰ მე დამწუხრებული ვარ, რაღაც იმედის თამაშად ველოდი ქუთაისის გასვლაზე მოგებას ...არ ვარგა ასე, მართალია მერანიც არაა თითით ნაკეთები მაგრამ მაყურებელს რომ ამხელა ამბიცია და მოლოდინი აქვს კლუბისაგან და სულასე ამწარეენ მაყურებელს, ის დიხანს ვერ აიტანს.. ალბათ არ ავნებდა ბოიკოტი 1-2 თამაშისა უმაყურებლოდ და უცბად გამოერკვევიან თუ რა უნდათ ფეხბურთელებს და პატრონებს !
ისე კი ეს იმის მამტკიცებელიცაა რომ არაა ლიგაში არცერთი კლუბის ასე ადვილად ხელწამოსაკრავი....
ნუ გეშინიათ ცხოვრება გრძელდება თამაშები კიდევ წინაა! გაგრა საერთოდ გაანადგურა ბაიამ 3-0...
qwerty
JARO
რომ არა ვისოლი, ეხლაც პირველ ლიგაში იქნებოდა ტორპედო და ჭაობში ითამაშებდა ხოლმე.
-----
როცა პირველი ლიგიდან გადმოსული მარტვილის მწვრთნელი ამბობს თამაშის წინ : მე ტორპედოსთან მხოლოდ გამარჯვება მაწყობსო და შემდეგ სწორედ ამ შედეგს აღწევს - მე პირადად ასეთ "ვითომ ტორპედოს" პირველ ლიგაში ძალად გადაგდებული ნაღდი ტორპედო მირჩევნია!
როცა პირველ ლიგაში ვიყავით ვიცოდით, რომ ძალად წაქცეული ვართ და ჩვენი სტატუსი უნდა აღვიდგინოთ, ახლა კი ტიტქოს ფეხზე ვდგავართ, მაგრამ მეობა აშკარად დაკარგული გვაქვს!
არ არის ბაიაში ვისოლი და ყველა ტურის წინ ქომეთიანი ვავ-ვა-ს ყვირის უფულობისგან, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ბაიას თავისი ჯიგარი აქვს!
სად გაქრა ტორპედოს ჯიგარი?
გიორგი
ციტატა
რომ არა ვისოლი, ეხლაც პირველ ლიგაში იქნებოდა ტორპედო და ჭაობში ითამაშებდა ხოლმე.

qwerty
ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და პატიოსნად უთხრას საკუთარ თავს: რა უფრო ფასეულია მისთვის ტორპედო თუ ვისოლი?

ვისაც ტორპედო უყვარს ის არც კეთილ სიტყვებს დაამადლებს ვისოლს, როცა ამას იმსახურებს და არც რეგვენობას მიუტევბს, როცა სხვა გზა არ ჩანს! ვიმეორებ:ეს თუ ტორპედოა შენი საფიცარი!

თუკი მხოლოდ ვისოლის ფანი ხარ - მიდი და უქომაგე ავაზას....ღმერთმა გამარჯვება არ მოგაკლოს, მაგრამ ტორპედოს მოეშვი....

ეს კონკრეტულად ვინმეს არ ეხება, მაგრამ ეხება ყველას ვისაც გაორება ჭირს!
Dima Zestafan
gio93
გეგუჩა ცალი ფეხით ბათუმშია უკვე :დ
გიორგი
ციტატა
გეგუჩა ცალი ფეხით ბათუმშია უკვე :დ

ესეიგი მაგარ გუნდს გააკეთებენ ბათუმში ძაან მაგარია კარგი სტადიონი უნდათ და ეგაა
Dima Zestafan
gio93
yes.gif
haniblus
მწვთნელი არ ყავს უბრალოდ ტორპედოს და ეგაა მთელი პრობლემა!
qwerty
ჯობია ბათუმში იყოს!
ჩვენ გვჭირდება ის ვისაც ტორპედოს მაისური წლების მანძილზე საკუთარი ოფლით აქვს დანამული.....
ტორპედოს ახლა ყველაზე მეტად საკუთარი ჯიგრის დაბრუნება ჭირდება....
ჩემი აზრით ყველაზე ნაკლებად სარისკო კანდიდატურა ახლა არის გაბელია!
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2018 Invision Power Services, Inc.