დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ს.კ. ქუთაისის "ტორპედო"
Goli.Ge > ქართული ფეხბურთი > ეროვნული ჩემპიონატი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41
დანელია



საქართველოს ჩემპიონი: 2000, 2001, 2002


ვერცხლის პრიზიორი: 1999, 2003, 2005


ბრინჯაოს პრიზიორი: 1991, 1994


საქართველოს თასის მფლობელი:1999, 2001


საქართველოს თასის ფინალისტი: 2000, 2002, 2004, 2011

დანელია
მთავარი მწვრთნელი - გია გეგუჩაძე.

მეორე მწვრთნელი - გურამ ასპინძელაშვილი

მეკარეების მწვრთნელი - დავით ჯანელიძე.

პრეზიდენტი- ლევან ფხაკაძე.

აღმასრულებელი დირექტორი- გიორგი პაპიაშვილი.

პრესატაშე- რამაზ ჩხიკვაძე.

სელექციონერი- დავით ყენია.

ადმინისტრატორი- მიშა იოსელიანი.

ექიმი- ზურაბ ხარხელაური.

მასაჟისტი- თამაზ როინიშვილი.






დანელია



1. მაქსიმე ქვილითაია.

17.09.1985




12. ომარ მიგინეიშვილი.

02.06.1984




35. დავით კუპატაძე.

06.06.1991







დანელია



3. დავით გამეზარდაშვილი.

07.05.1982





4. თემურ ფარულავა.

20.07.1983





5. სევასტი თოდუა.

13.05.1976





6. გიორგი გურული.

31.07.1988





7. თენგიზ ჩიკვილაძე.

12.08.1983





14. მიხეილ ჩხარტიშვილი.

11.12.1983




15. ნუკრი მანჩხავა.

05.01.1982





17. დაჩი ფოფხაძე.

27.01.1984





33. ბაქარ მირცხულავა.

24.05.1992



დანელია


9. თორნიკე თარხნიშვილი.

30.06.1990




18. დავით დიღმელაშვილი.

18.01.1980




20. გივი იოსელიანი.

25.10.1990




21. დავით ბოლქვაძე.

06.03.1980




22. გრიგოლ დოლიძე.

25.10.1982




23. გიორგი კუხიანიძე.

01.07.1992




26. გიორგი დათუნაიშვილი.

09.02.1985




27. დავით კირკიტაძე.

09.03.1992


დანელია


8. ნიკოლოზ საბანაძე.

02.05.1991





10. გიორგი მეგრელაძე.

21.07.1978





19. ვახტანგ კვარაცხელია.

30.03.1988





30. რევაზ გოცირიძე.

17.01.1981

დანელია
ლოგო



ფორმები

საშინაო



საგარეო




სტადიონი

Givi Kiladze Torpedo Stadium- kutaisi, Georgia.

ტევადობა: 12 000

Field 105X75




ბაზა

‘ტორპედო ქუთაისის’ სპორტული ბაზა პროფესიონალ ფეხბურთელებს ვარჯიშისა და დასვენებისთვის საჭირო თანამედროვე
სტანდარტების ინფრასტრუქტურასა და პირობებს სთავაზობს.
ბაზა მოიცავს ხელოვნურსაფარიან მოედანს (105 X65 მ.), ბუნებრივსაფარიან მოედანს (105 X 65 მ.)
და სპორტულ კომპლექსს, სადაც განთავსებულია სასტუმრო 80 პერსონაზე, სატრენაჟორო დარბაზი, საუნა, სასადილო, საშხაპეები, გასახდელები და სავარჯიშო ტექნიკური საშუალებები.





ვისოლი ჯგუფი

ბრენდი კონკურენტული უპირატესობებით ვისოლის მაღალი კლასისა და დიზაინის ავტოგასამართი სადგურების ქსელი გთავაზობთ დასავლეთ ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილ უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტებსა და მომსახურებას. ვისოლს საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი და გაზგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. დღესდღეობით კომპანია 85 ავტოგასამართ სადგურს ფლობს.
ვისოლი უმაღლესი ხარისხის, უახლესი ევრო 5 სტანდარტის იტალიური საწვავის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში, კომპანია 2007 წლის 10 სექტემბრიდან ახორციელებს API-ს იტალიური საწვავის იმპორტს Falconara Marittima - ქარხნიდან.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ვისოლმა სიდიდით მსოფლიოს მე-4 ნავთობკომპანიასთან ტოტალთან ექსკლუზიური გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა და ტოტალის საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი გახდა საქართველოში.
2007 წლის სექტემბრიდან ვისოლი მომხმარებელს შეკუმშულ ბუნებრივ გაზს სთავაზობს და ერთადერთი ნავთობკომპანიაა, რომელმაც ინტეგრირებული ავტოგასამართი სადგურები დანერგა საქართველოში. ვისოლის პროდუქტებს შორისაა ასევე შეკუმშული ბუნებრივი გაზი, საზღვაო საწვავი და ავია საწვავი.

ვისოლი ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში. 2001 წელს ვისოლი იყო პირველი ნავთობკომპანია, რომელმაც საქართველოს ბაზარზე ინოვაციური პროდუქტი, კორპორატიული ჩიპური ბარათი დანერგა და 2009 წლის მაისიდან კორპორატიულ მომხმარებელს უკვე ავტოპარკის მართვის უნიკალური GoLive სატელიტურ სისტემას სთავაზობს. 2007 წლიდან კომპანია ლოიალურ ფიზიკურ მომხმარებელსაც სთავაზობს ფასდაკლების ბარათს - «პირველ ბარათს».

ვისოლი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოს ნავთობსექტორში.





"ტორპედო ქუთაისის" ევროპული სტანდარტების შესაბამისად აგებული კომპლექსი"ლაგუნა” გთავაზობთ ყველა იმ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურასა და ტექნიკურ საშუალებებს, განტვირთვისა და დასვენების პირობებსა და მომსახურებას, რომელიც საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესის მიყოლასა და სრული კომფორტის შეგრძნებისათვის.


”ლაგუნას” ტერიტორიაზე განთავსებულია: საცურაო აუზები,ფიტნეს ცენტრი,მასაჟის კაბინეტი,აერობიკის დარბაზი,სილამაზის სალონი,სოლარიუმი.





საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი

http://www.fctorpedo.ge/

დანელია
ქომაგთა კლუბი 'ტორნადო'

ს.კ. ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალური ფანკლუბი!





ქომაგთა კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს 16 წლის ასაკიდან.
გაწევრიანება ხდება შემდეგნაირად: თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ამ ანგარიშის ნომერზე GE 36 TB70 6443 6080 1000 09 შეიტანთ 10 ლარს. შემდეგ გადახდის ქვიტარს მოიტანთ ოფისში, რომელიც მდებარეობს ტორპედოს სტადიონის შენობაში, შეავსებთ ბლანკს და გადმოგეცემათ ქომაგთა კლუბის წევრობის ბარათი.


ქომაგთა კლუბის თავმჯდომარეები არიან:მირიან ხერხაძე, ნიკა არაბიძე.

ქომაგთა კლუბის გამგეობის წევრები არიან:ლაშა შალამბერიძე, ონისე ტყეშელიაძე, აკაკი კაკუშაძე, შოთა ჩხაბერიძე, ოთარ სიმსივე, ლევან დანელია.



ჰიმნი (ასრუებენ ტორნადოები)







დაგვეlike-ე ფეისბუქზე smile.gif

http://www.facebook.com/pages/%E1%83%A1%E1...250668488290428


დანელია
ქუთაისი


ადრეული სახელები: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი.

მოსახლეობა: 192.500 კაცი (2010)

სიმჭიდროვე: 2.750,1 კაცი/კმ²

ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. მოსახლეობა 186 ათასი (2002 წ.). ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები: უნივერსიტეტი, ინსტიტუტები, თეატრები, გალერეები.

ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. არქეოლოგიური მონაცემებით, დღევანდელი ქუთაისის ტერიტორია და შემოგარენი უკვე ასი ათასი წლის წინ იყო დასახლებული. ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე ძვ. წ. VIII-VII საუკუნის ვრცელი დასახლების კვალია შემორჩა. ქალაქის განვითარება შემდგომში ამ ადგილს უკავშირდება.

ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია ქუთაისს ე.წ. „მინოსის ხანას“ (ძვ. წ. XVII-XV სს) მიაკუთვნებს. მინოსი, ხელმწიფე კრეტაზე, და აიეტი ძველ ბერძნებს თანადროულ, მოკავშირე და დამოყვრებულ (სიძე-ცოლის ძმა) მეფეებად მიაჩნდათ. ანტიკური დროიდან და შემდგომ ფეოდალურ ხანაშიც ქუთაისი ინტენსიურად ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი, ეგრისი, ლაზეთი, აფხაზეთი) პირველი ქალაქის მდგომარეობას.

978 წელს ბაგრატ III-მ ახლადგაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი ქუთაისში გადაიტანა. ამ დროიდან 1122 წლამდე ქუთაისი საქართველოს სატახტო ქალაქის ტიტულს ინარჩუნებდა. ბაგრატ III-ის პერიოდში ქალაქმა მნიშვნელოვნად იცვალა სახე: განახლდა სამეფო სასახლე და ციხე-გალავანი, ხოლო 1003 წელს ეკურთხა ღვთისმშობლის მიძინების ახალი ტაძარი. ეს ტაძარი საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლო უნდა ყოფილიყო, ამიტომ მისი კურთხევა განსაკუთრებულ მოვლენად იქცა. მეფე ბაგრატმა "აკურთხა ეკლესია ქუთათისა განგებითა დიდითა და მიუწვდომელითა, რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ჴელმწიფენიდა კათალიკოსნ, მღვდელმთმოძღუარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღუარნი, და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქუემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი, და სხუათა ყოველთა საჴელმწიფოთანი" (ქართლის ცხოვრება).

1089 წელს ქუთაისში მეფედ ეკურთხა დავით აღმაშენებელი, რომელმაც 1106-1125 წლებში ქუთაისთან ახლოს ააგო გელათის ტაძარი და უმაღლესი სასწავლებელი - აკადემია, რომელიც "მეორე იერუსალიმად" და "სხუად ათინად" იწოდებოდა. გელათი მთელი საქართველოსთვის სიბრძნისა და სიწმინდის კერად იქცა.

1122 წელს, როდესაც დავით აღმაშენებელმა პირველობა არაბთაგან განთავისუფლებულ თბილისს მიანიჭა, ქუთაისი ერთიანი საქართველოს მეფეთა სამყოფლად დარჩა. სამეფო რეზიდენციად რჩებოდა გეგუთის სასახლეც, რომელსაც "საყდარსა დავითიანსა" უწოდებდნენ. ქუთაისი სამეფო კარის თავშესაფარი და დედაქალაქი ხდებოდა, როდესაც მტრები თბილისს იღებდნენ. ასე იყო 1226 წელს ჯალალ ად-დინის შემოსევისას და 1235 წელს მონღოლთა მიერ აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობისას.

ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ (1489-1810) ქუთაისი კვლავ იმერეთის სამთავროების სამეფო დედაქალაქია. 1386 წელს დაწყებულმა თემურლენგის გამანადგურებელმა ლაშქრობებმა 1403 წელს ქუთაისამდეც მოაღწია. ქალაქი აოხრდა და მოსახლეობა გაიჟლიტა. ამ ლაშქრობის შემდეგ დაიწყო ქუთაისის დაქვეითება. XV საუკუნის იტალიელი მოგზაურისთვის ქუთაისი უკვე ერთ პატარა ბორცვზე მდებარე ქალაქია (ჯოსაფატ ბარბარო, XV ს.).












დანელია
ზესტაფონი vs ტორპედო

0-1


30 ოქტომბერი. 18:00. ზესტაფონი. ~დავით აბაშიძე~. 4500 მაყურებელი

"ტორპედო": მიგინეიშვილი, დაჩი ფოფხაძე, სევასტი თოდუა, გამეზარდაშვილი, გურული, დოლიძე (საბანაძე, 77), გიორგი დათუნაიშვილი, დიღმელაშვილი,
ბოლქვაძე (იოსელიანი, 62) თარხნიშვილი, გოცირიძე (მეგრელაძე, 65).
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გოლები: 0:1 დიღმელაშვილი (66).













შემდეგი შეხვედრა ტორპედოსთვის 'ელ კლასიკო' იქნებაწარმატებები ჩვენს ბიჭებს, მათ ესმით თუ რაოდენ დიდი და პრინციპული მნისვნელობის დაპირისპირებაა ეს ქუთაისელი ქომაგისთვის, ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ ბიჭებო !


ყოველგვარი სტატისტიკის გარეშე გთვაზობთ ამ მატჩისადმი ჩვენი მეგობრის დამოკიდებულებას !


ჰეი,მევალევ,მომბაძე!

თავიდანვე ვიტყვი,რომ პოსტი,რომელიც ახლა დაიწერება,ბევრმა შეიძლება ტყუილად ჩათვალოს და იფიქროს "ფუჭა სიტყვებია",თუმცა ბევრიც მიხვდება,რომ სულაც არარის ეს ასე და გულიდან გამოსული სიტყვებია...როგორც ერთი ჩემთვის საყვარელი ადამიანი იტყოდა ხოლმე, "ავიღე და გულში მყოფი სიტყვები თეთრ ფურცელზე გადავიტანე"...
ქუთაისი-ქალაქი,რომელშიც დავიბადე,რომელშიც გავიზარდე და რომლის დატოვებაც მომიწია სამწუხაროდ.ბევრ ემიგრანტს ვიცნობ(მეც ვიყავი ერთ დროს ემიგრანტი),რომელთანაც ყოველდღიური კონტაქტი მაქ და ხშირად მეუბნებიან "სამშობლო გვენატრება ძალიან"..მათთვის ის გარემო უცხოა... საკუთარ თავზე რა მეთქმის-ვარ თბილისში,საქართველოს მიწაზე,მაგრამ გულახდილად გეტყვით,რომ აქაც უცხოდ ვგრძნობ თავს.არ ვიცი რისი ბრალია,მაგრამ მაინც...
ქუთაისთან ბევრი კარგი და ერთი ძალიან ცუდი მოგონება მაკავშირებს,თუმცა ცუდზე ახლა საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ,რადგან ბევრჯერ მისაუბრია და აღარ მსურს ჩემთვის მტკივნეულ თემაზე,დღეს მინდა გესაუბროთ ქუთაისის "ტორპედოზე".მოგონებები "ტორპედოსთან...რა შეიძლება ითქვას:სულ პატარა ვიყავი,როდესაც "ტორპედოს" მატჩს დავესწარი.სიმართლე გითხრათ,არ მახსოვს ვისთან ჰქონდათ ქუთათურებს მაშინ თამაში,მაგრამ მწარედ დამამახსოვრდა ის მარცხი..სტადიონი,კარგი ატმოსფერო,იგრვლივ უამრავი ხალხი,მოედანზე 23კაცი და ერთი ბურთი-მოვიზიდე ამ ყველაფრით და საშინაო მატჩებზე ყოველთვის დავდიოდი და უკანასკვნელ ამოსუნთქავმდე "ტორპედოს" გავიძახოდი..აღსანიშნავია ისიც,რომ ყოველი მატჩის შემდგომ ყელი მტკიოდა და წამლებს ვსვავდი..მშობლებიც აღარ მიშვებდნენ სტადიონზე "დავიღალეთ შენი გაციებითო",მაგრამ იმდენს ვახერხებდი,რომ მაინც დავდიოდი თამაშებზე....

13წლის გავხვდი,როდესაც გადმოვედი თბილისში საცხოვრებლად...მიზეზი კი სწავლა იყო..ქუთაისში იმ დროს კარგ განათლებას ვერ მიიღებდა ბავშვი,ამიტომაც მშობლებმა გადაწყვიტეს თბილისში გადმოვსულვიყავით,სადაც უკეთესად სწავლას მოვახერხებდი.ყველა დედის ოცნებაა კარგი შვილი გაზარდოს,რაც მთავარია,ჭკვიანი-არც მე ვიყავი გამონაკლისი...სამწუხაროდ,დღეს დედაჩემი ზეცაშია,უფალთან,მე კიდე მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო ისეთი,როგორ შვილზეც ის ოცნებობდა...
თბილისში გადმოსვლისთანავე მოვწყდი საფეხბურთო სამყაროს...არა გატყუებთ,უფრო სწორი იქნება,თუ ვიტყვი ქართულ ფეხბურთს,რადგან "ბარსელონა","რეალი","რონალდინიო" ყველგან მესმოდა..
დღეს უკვე 18წლის ვარ,5წელია რაც თბილისში ვარ..."ტორპედოს" თამაშებს სამწუხაროდ ხშირად ვერ ვესწრები,რადგან სკოლაში თბილისში დავდივარ,ხოლო როდესაც ზაფხულობით ქუთაისში ჩავდივარ,საქართველოს ჩემპიონატი დამთავრებული მხვდება..
სიტყვა "ფანი" ჩემთვის ნიშნავს სტადიონზე თამაშებზე მისვლას და უკანასკვნელ წამამდე საკუთარი გუნდის სახელის ყვირილს,საკუთარი გუნდის მხარდაჭერა..ჩემი საყვარელი გუნდი "ტორპედოა",მაგრამ ამ 5წლის განმავლობაში "ფანის" სტატუს ვერ ვამართლებ.ძალიან დიდი ვალი დავიდე ამ გუნდის მიმართ...
მტკივნეული წლები ახსოვს ამ გუნდს და მის გულშემატკივარს,თუმცა...დღეს გუნდში ყველაფერი რიგზეა,დღეს გუნდი პირველ პოზიციაზეა ჩემპიონატში,გუნდი ნელნელა შენდება,და ამ შენებაში "ტორპედოს" ყველა გულშემატკივარმა,თუნდაც ერთი აგური უნდა დადოს.ერთი აგურის დადებით ვალის მცირე ნაწილს გადავიხდი მეც...
ჩემნაირი მევალეები "ტორპედოს" ბევრი ყავს და მოდით,მევალეებო,მომბაძეთ (არ ტეხავს) და 20 ნოემბერს,ყველამ ერთად გავაკეთოთ ქუთაისური საქმე და ჩვენი,თუნდაც პატარა ვალი მაინც მოვიხადოთ ჩვენი საყვარელი გუნდის წინაშე...
და ბოლოს,მე მიყვარს "ტორპედო"...შემეჯიბრებით "ტორპედოს" სიყვარულში? საუბარი.....



ჩვენ ერთადერთნი ვართ !


დანელია
ჰიმნი



წინა თემები:
პირველი ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=76
მეორე ნაწილი : http://goli.ge/forum/index.php?showtopic=389&st=0
მესამე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=389&st=0
მეოთხე ნაწილი : http://goli.ge/forum/index.php?showtopic=695
მეხუთე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=724
მეექვსე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=746
მეშვიდე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=760
მერვე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=782
მეცხრე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=792&hl=
მეათე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=827&hl=
მეთერთმეტე ნაწილი http://goli.ge/forum/index.php?showtopic=855
მეთორმეტე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=8...&start=1980
მეცამეტე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=906
მეთოთხმეტე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=917
მეთუთხმეტე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=935
მეთექვსმეტე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=957
მეჩვიდმეტე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=977
მეთვრამეტე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=997
მეცხრამეტე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=1019
მეოცე ნაწილიი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=1063
ოცდამეერთე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=1076
ოცდამეორე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=1082
ოცდამესამე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=1086
ოცდამეოთხე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=1091
ოცდამეხუთე ნაწილი: http://goli.ge/forum/index.php?showtopic=1108






შემოგვიერთდით ფეისბუქზე ტორპედოს ოფიციალურ გვერდზე


http://www.facebook.com/pages/%E1%83%A1%E1...229863040388801

დანელია
ჩემი და მოდერების თხოვნა იქნება ნაკლებად გავაოფოთ ამ თემაში და როგორც ქუთაისის ტორპედოს და ქუთაისს შეეფერება ისეთივე პოსტები იყოს ყველა !



მადლობა წინასწარ და ყველანი თბილისისკენ !






I KUTAISI !


I TORPEDO !


I'm TORNADO !
mate17
Danelia
wub.gif

კარგი თემაა
ყოჩაღ


გილოცავთ
g@mer
გილოცავთ.. მაგარი თემაა წინ მოგებებისკენ.. kiss.gif kiss.gif
gigaa
კაი თემაა საღოლ დანელ.

აბა ჯერ დინამო დავდოთ ბეჭებზე და მერე ზესტა.
qwerty
როგორც ყოველთვის გემოვნებით გაკეთებული თემაა!
რესპექტ დანელიას! smile.gif))
Maliorka
სგ დანელია რამდენს ოფლიანობდა.................. sad.gif
ultras-torpedo
მაგარი თემაა დანე...
წარმატებებს მოიტანს დარწმუნებული ვარ.
torpedostvis
როგორც ყოველთვის გამორჩეული და შეუდარებელი თემა, თუმცა კლუბიც და ქალაქიც უწყობს ხელს დანელიას ასეთი თემის შექმნისთვის smile.gif
oma90
Danelia
საღოლ ძმა, სერიოზულია..
Maliorka
ციტატა(oma90 @ Nov 9 2011, 23:18 PM) *
Danelia
საღოლ ძმა, სერიოზულია..

შენდა დანელიან რაიმე საერთო ხოარაგაქვთ ? biggrin.gif
lasha555
საღოლ ძმა მაგარი თემაა kiss.gif
oma90
Maliorka
რატო? smile.gif
Maliorka
oma90
რაცხა გეტყობა შენ დანელიას ნათლია მირონი ხარ p.gif
oma90
Maliorka
smile.gif
trumania
საღოლ დანე მაგარი თემაა. დინამოს მოგება ჩაგვეტიოს აქ და ზესტაფონისთვის ახალი დაგვჭირება დარწმუნებული იყავით :*

ის გულიდან ამოსული სიტყვები ვისია? ა ძმაო კაცი ვენაცვალე მაგის ქუთაისლობას :*
qwerty
ვინ მოთვლის რამდენჯერ "კეთილისმოსურნეებს" უსაყვედურებიათ ჩვენთვის ზედმეტი ამბიციურობაsmile.gif)))
თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ლოგიკურად ვერ უპასუხა კითხვას: რას წარმოადგენს უამბიციო ქუთაისელი და სპორტი უამბიციოდ?

აი ამ სტატიაში არის ზუსტი პასუხი იმაზე თუ რას ვღებულობთ, როცა ვკარგავთ ამბიციას!

http://www.tabula.ge/?p=16583

ღმერთმა დაგვიფაროს ამბიციის და საერთოდ პატივმოყვარეობის დაკარგვისგან 20-ში, 24-ში და ყოველთვის ყველგან ყველაფერში!
BABU
საღოლ კაი თემაა დანე:*

ჯერ დინამო და მერე ზესტაფონის მოგება მიგველოცოს ერთმანეთისთვის ამ თემაში
Торпедо
Danelia
Danelia
Danelia
Danelia
Danelia
Danelia
Danelia
Danelia
Danelia
გენაცვალე ჯიგარი ხარ kiss.gif წარმატებები ქუთათურებს და ტორპედოს smile.gif
zafrana
კეთილი იყოს ჩემი ფეხი ტორპედოს თემაში
Zh0rzh1ka
საღოლ კაი თEმაა.
აუ ლანჩხუთის სტადიონის ფოტოები ვნახე ახლა და რა კაი სტადიონია. ტრიბუნები ოთხივე მხრიდან........
მოვლა უნდა და მაგარი სტადიონი იქნება რა. არ შეიძლება ამის გაპუჭება.
დანელია
მადლობა ყველას kiss.gif

Zh0rzh1ka
ციტატა
ლანჩხუთის სტადიონის ფოტოები ვნახე ახლა და რა კაი სტადიონია.


გეთანხმები, მეც ყველაზე მეტად ლანჩხუთის სტადიონი მომწონს, ყველაზე გემოვნებით აშენებული სტადიონია საქართველოში + ტყიბულიც მაგარია.

ციტატა
ტრიბუნები ოთხივე მხრიდან........


ოღონდ ტრიბუნები ოთხივე მხრიდან არ არის.
took13
Danelia

მადლობა smile.gif

გამრჯვების ,ო,ტამი ყოფილიყოოოოს
zafrana
ქუთაისზე დიდი მოგონებები მაქ 2000წლიდან როცა ვით-ჯორჯია ვიცე ჩემპიონები გავხდით კარგად დაგხდენ მაშინ ქუთაისლბი კარგი პატივი გვცეს კიდეც მთელი ტორპედოს ფანკლუბი ჩვენთან იჯდა და ვით ჯორჯიას ბალენშიკობდა მახსოვს მაშინ 0-0დასრულდა თმაში და ტორპედო პირველზე გავიდა ვიტ ჯორჯია კი მეორეზე ის ხალხი კიდეა ფანკლუბის უფროსები კარგი ხალხი იყვენ მართლაც მამუკა შალიკიანი და გელა ბალიაშვილი მაგარი იყო მართლაც კარგია ტკბილი მოგონება
natia
ციტატა
გელა ბალიაშვილი

ეს დათუნაიშვილის ყოფილი ვიტჯორჯიელის და ახლანდელის ტორპედოს წევრის სიმამრის ძმაა biggrin.gif
POTI
zafrana
ციტატა
ქუთაისზე დიდი მოგონებები მაქ 2000წლიდან როცა ვით-ჯორჯია ვიცე ჩემპიონები გავხდით კარგად დაგხდენ მაშინ ქუთაისლბი კარგი პატივი გვცეს კიდეც მთელი ტორპედოს ფანკლუბი ჩვენთან იჯდა და ვით ჯორჯიას ბალენშიკობდა მახსოვს მაშინ 0-0დასრულდა თმაში და ტორპედო პირველზე გავიდა ვიტ ჯორჯია კი მეორეზე ის ხალხი კიდეა ფანკლუბის უფროსები კარგი ხალხი იყვენ მართლაც მამუკა შალიკიანი და გელა ბალიაშვილი მაგარი იყო მართლაც კარგია ტკბილი მოგონება



ტექსტიდანვე მივხვდი სოკრატეს ხელწერას facepalm.gif facepalm.gif


გილოცავთ ახალ თემას, კარგი ნამუშევარია ლევან smile.gif
vandera
zafrana გაიხარე
sokrate torpedo2008
POTI
მე როგორ ვიქნები მე აქ ვარდა თუ გინდა გადაამოწმე ძმობილო

მეც აქ ვარ ძმობილო, გადამოწმებულია უკვე და გაშიფრულიც biggrin.gif biggrin.gif


ის ნიკი სამუდამოდ უნდა დაგიბლოკო
supertorpedo
დინამოზე ახალი მინდორი დაიგო და იქ დინამომ უკვე ივარჯისჰა.კარგი მინდირი-კარგი კლასიკო!იმედია თოვლი არ იქნება.
qquttaiseli
17 იდან ამინდი გამოდის და კარგი ამინდი იქნება smile.gif
დანელია
POTI
ციტატა
კარგი ნამუშევარია ლევან


გაიხარე kiss.gif


გიორგი პაპიაშვილი: “ყველანი ვიხილავთ ევროასპარეზზე “ტორპედოს” ღირსეულ თამაშს”

ე.ი. უნდა ვიფიქროთ, რომ “ტორპედო” შესამჩნევად შეიცვლება...
- ცვლილებები გარდაუვალია. მოგეხსენებათ, კლუბის ხელმძღვანელობა არასოდეს ჩარეულა მწვრთნელების კომპეტენციაში და ამჯერადაც ამ პრინციპის ერთგულნი ვიქნებით. რაც ვიცით ისაა, რომ გუნდის ერთი ხელის მოსმით გაახალგაზრდავებას არავინ აპირებს. ნებისმიერ გუნდს, მათ შორის “ტორპედოსაც”, ესაჭიროება გამოცდილი და სხვებისთვის მაგალითის მიმცემი ფეხბურთელები. ამდენად, ვეტერანების ერთი ხელის აქნევით დათხოვას არავინ აპირებს. კომპლექტაციის პრინციპს რაც შეეხება, როგორც მწვრთნელებთან ხშირი შეხვედრებიდან გავიგეთ, იგი აუცილებლად იქნება დაფუძნებული სპორტსმენის კვალიფიკაციის ზრდადობაზე.

- ჩემპიონატზე პაუზაა, რომლის შემდეგ “ტორპედოს” 2 მეტად პრინციპული მატჩი ელის.
- ალბათ არავის გულს არ დავწყვეტ თუ ვიტყვი, რომ “ტორპედოს” და “დინამოს” შეხვედრებს საქართველოში ყოველთვის სხვაგვარი დატვირთვა ჰქონდა. ორივე გუნდში მოთამაშეები, საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქართულ “კლასიკოში” მიღწეულ შედეგს. ამდენად, ფეხბურთელების დამატებითი მოტივაცია აქ უადგილოა.
სასიამოვნოა ის, რომ 20 ნოემბერს თბილისის “დინამოსთან” ჩვენი თამაში, განახლებულ ეროვნულ სტადიონზე შედგება. მოგეხსენებათ, როგორ ჭირს ჩვენში კარგი მინდორი და ესეც ერთგვარი სტიმული იქნება ფეხბურთელებისთვის.


- ეს 20 ნოემბრის მატჩისთვის. შემდეგ ქუთაისში არანაკლებ პრინციპული სათასო შეხვედრა გველის “ზესტაფონის” წინააღმდეგ, რომელზე დასწრება უფასო გამოცხადდა.
- დიახ, 24 ნოემბერს ჩვენს წინააღმდეგ “ზესტაფონი” ითამაშებს. ისე მოხდა, რომ ჩემპიონატზე ამ გუნდთან პირველ წრეში განცდილი მარცხის შემდეგ, ჩვენი სტადიონის ტრიბუნებზე ჩვეული რაოდენობის მაყურებელი ვერ მოვიყვანეთ. ეს, პირველ რიგში, “ტორპედოს” მიერ ნაჩვენებ თამაშს და შედეგს უკავშირდებოდა. იყო ობიექტური მიზეზიც, რასაც უამინდობით ვხსნით. მოკლედ, გვინდა გულშემატკივარი სტადიონს დავუბრუნოთ და ამისათვის, კლუბმა მისი მხრი

- ცენტრალურ სტადიონს რაც შეეხება, მასზე რა დონის შეხვედრების მასპინძლობას შეძლებთ?
- ჩვენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უკვე გავაგზავნეთ შესაბამისი მოთხოვნა და გვსურს, “ტორპედოს” სტადიონმა მე-4 კატეგორია მიიღოს. როგორც ვიცით, უეფას მიერ წაყენებული პირობების შესრულება, ჩვენთვის პრობლემატური არ უნდა იყოს.
უკვე მონიჭებული მე-3 კატეგორია, უფლებას გვაძლევს ევროპის საკლუბო ტურნირების ყველა შესარჩევ ეტაპს ვუმასპინძლოთ. ჯგუფურ ეტაპებს რაც შეეხება, მისთვის მე-4 კატეგორიაა აუცილებელი. იმედი გვაქვს, როცა გუნდი იქნება ამ ეტაპზე სათამაშოდ, კლუბიც შესაბამისად მომზადებული შეხვდება ამ მომენტს.



http://fctorpedo.ge/index.php?geo&cat=4&id=427
qquttaiseli
საჩუქარს ვუმზადებთ ქომაგთა კლუბის წევრებს. გერმანიაში შევუკვეთეთ და იმედი გვაქვს 24 ნოემბრისთვის ადგილზე გვექნება, 2 ცალი დოლი. ასევე ველოდებით “ტორპედოს” 5-მეტრიან დროშებს. შეიძლება ითქვას, ჩვენთან ქომაგებს, ისევე როგორც ფეხბურთელებს, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის ყველა პირობა აქვთ შექმნილი.

კარგია ჯერი ახლა ჩვენზეა ბიჭებო :*
qquttaiseli
გაგრა გავარდეს და გორი არა მაგარი იქნება 6 ქულა არ მოგვაკლდება თან ზესტაფონთან მოგებული აქ დინამოსთან ფრე კაია ქულები დააკლდებატ და იმ გაგრას ქულები ჩვენც დაგვაკლდება დინამოსაც და ზესტაფონსაც ასე რომ გორის დილას ვუბალეშიკოდ ყველამ გორიიიიიიიიიიი :* გაგრა დაბლაა biggrin.gif biggrin.gif
took13
ციტატა
ე.ი. უნდა ვიფიქროთ, რომ “ტორპედო” შესამჩნევად შეიცვლება...
- ცვლილებები გარდაუვალია. მოგეხსენებათ, კლუბის ხელმძღვანელობა არასოდეს ჩარეულა მწვრთნელების კომპეტენციაში და ამჯერადაც ამ პრინციპის ერთგულნი ვიქნებით. რაც ვიცით ისაა, რომ გუნდის ერთი ხელის მოსმით გაახალგაზრდავებას არავინ აპირებს. ნებისმიერ გუნდს, მათ შორის “ტორპედოსაც”, ესაჭიროება გამოცდილი და სხვებისთვის მაგალითის მიმცემი ფეხბურთელები. ამდენად, ვეტერანების ერთი ხელის აქნევით დათხოვას არავინ აპირებს. კომპლექტაციის პრინციპს რაც შეეხება, როგორც მწვრთნელებთან ხშირი შეხვედრებიდან გავიგეთ, იგი აუცილებლად იქნება დაფუძნებული სპორტსმენის კვალიფიკაციის ზრდადობაზე.

- ჩემპიონატზე პაუზაა, რომლის შემდეგ “ტორპედოს” 2 მეტად პრინციპული მატჩი ელის.
- ალბათ არავის გულს არ დავწყვეტ თუ ვიტყვი, რომ “ტორპედოს” და “დინამოს” შეხვედრებს საქართველოში ყოველთვის სხვაგვარი დატვირთვა ჰქონდა. ორივე გუნდში მოთამაშეები, საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქართულ “კლასიკოში” მიღწეულ შედეგს. ამდენად, ფეხბურთელების დამატებითი მოტივაცია აქ უადგილოა.
სასიამოვნოა ის, რომ 20 ნოემბერს თბილისის “დინამოსთან” ჩვენი თამაში, განახლებულ ეროვნულ სტადიონზე შედგება. მოგეხსენებათ, როგორ ჭირს ჩვენში კარგი მინდორი და ესეც ერთგვარი სტიმული იქნება ფეხბურთელებისთვის.

- ეს 20 ნოემბრის მატჩისთვის. შემდეგ ქუთაისში არანაკლებ პრინციპული სათასო შეხვედრა გველის “ზესტაფონის” წინააღმდეგ, რომელზე დასწრება უფასო გამოცხადდა.
- დიახ, 24 ნოემბერს ჩვენს წინააღმდეგ “ზესტაფონი” ითამაშებს. ისე მოხდა, რომ ჩემპიონატზე ამ გუნდთან პირველ წრეში განცდილი მარცხის შემდეგ, ჩვენი სტადიონის ტრიბუნებზე ჩვეული რაოდენობის მაყურებელი ვერ მოვიყვანეთ. ეს, პირველ რიგში, “ტორპედოს” მიერ ნაჩვენებ თამაშს და შედეგს უკავშირდებოდა. იყო ობიექტური მიზეზიც, რასაც უამინდობით ვხსნით. მოკლედ, გვინდა გულშემატკივარი სტადიონს დავუბრუნოთ და ამისათვის, კლუბმა მისი მხრი

- ცენტრალურ სტადიონს რაც შეეხება, მასზე რა დონის შეხვედრების მასპინძლობას შეძლებთ?
- ჩვენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უკვე გავაგზავნეთ შესაბამისი მოთხოვნა და გვსურს, “ტორპედოს” სტადიონმა მე-4 კატეგორია მიიღოს. როგორც ვიცით, უეფას მიერ წაყენებული პირობების შესრულება, ჩვენთვის პრობლემატური არ უნდა იყოს.
უკვე მონიჭებული მე-3 კატეგორია, უფლებას გვაძლევს ევროპის საკლუბო ტურნირების ყველა შესარჩევ ეტაპს ვუმასპინძლოთ. ჯგუფურ ეტაპებს რაც შეეხება, მისთვის მე-4 კატეგორიაა აუცილებელი. იმედი გვაქვს, როცა გუნდი იქნება ამ ეტაპზე სათამაშოდ, კლუბიც შესაბამისად მომზადებული შეხვდება ამ მომენტს.


რა შემიზლია რომ ვთქვა, იმის გარდა, რომ ყველაფერში ვეთანხმები. საკმაოდ წინდახედულად იქცევიან, და სწორად. ვნახოთ რა იქნება.
zastaveli
საინტერესოა ვის გაუშვებენ....
ucha bayerni
qquttaiseli
საღორ და დინამოსთან არ იქნება? კარგია მადლობა ყველას.
qquttaiseli

ჩემი 2 უსაყვარლესი კლუბი რომ შეხვდება და ჩემი მამა ქალაქის კლუბი რომ მოიგებს როდის იქნება biggrin.gif
torpedomania
4-5 კაცს აუცილებლად გაუშვებენ,საღოლ გეგუჩაძეს ,მართლა ნომერ -1 მწვრთნელია საქართველოში,ყველა ვნახავთ რა გუნდს დააყენებს..ერთადერთი ცუდი ისარის რო ხალხი აღარ დადის თამაშებზე,უნივერსიტეტის სტუდკავშირი საერთოდ აღარ აქტიურობს,გადაერთვნენ მარტო კალადბურთზე,მარტო უნივერსიტეტიდან 100-200 კაცი მაინც უნდა მოდიოდეს ორგანიზებულად
ucha bayerni
torpedomania
გეთანხმები და ეს ზესტას თამაჰზე გამოჩნდება,ხალხის მოყვანაა საჭირო.
torpedomania
რა თაობა მოდის რა,ყველაზე არ ვამბობ,არ აინტერესებთ არაფერი,მარტო ფეისბუქი დღე და ღამე,ტორპედო რო ჩემპიონობდა სტადიონს სანახევროდ სტუდენტები ავსებდნენ,ახლა 10-15 პროცენტი არ იქნება სტუდენტი,ხო შეიძლება წერეთელმა ან სხვა უნივერსიტეტებმა მოახერხოს ხალხის მასობრივად მობილიზება თამაშებზე,დავიჯერო იმდენი გასართობი აქვთ ქუთაისში რო არჩევანი აქვთ დიდი?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2018 Invision Power Services, Inc.